უნივერსტეტი

პერსონალი

<span>მარია პლიასუნოვა  </span>

მარია პლიასუნოვა

ასისტენტ პროფესორი
ფაკულტეტები:
მედიცინის დოქტორი

მარია პლიასუნოვამ 1994 წელს წარმატებით დაამთავრა მოსკოვის სემაშკოს სახელობის სამედიცინო სტომატოლოგიური ინსტიტუტი (ექიმ-სტომატოლოგის კვალიფიკაციით), 1996 წელს - ამავე უნივერსიტეტის რეზიდენტურა. 2015 წელს მედიცინის დოქტორის აკადემიური ხარისხი მიენიჭა.

1995-1996 წლებში კრილატსკის რაიონის N5 სტომატოლოგიური კლინიკის ექიმი-თერაპევტი იყო, 1996-2000 -  წლებში სამედიცინო კომპანია გუნოს ექიმი სტომატოლოგი; 2000-2006 წლებში ეწეოდა კერძო სტომატოლოგიურ პრაქტიკას,  ამასთან, წლების განმავლობაში სხვადასხვა სტომატოლოგიურ კლინიკაში მუშაობდა. ამჟამად სტომატოლოგიური კლინიკა  პი ემ  დენტალის ხელმძღვანელია. 

მონაწილეობა აქვს მიღებული ადგილობრივ და საერთაშორისო კოფერენციებში, მათ შორის: საერთაშორისო კონფერენცია „ენიგმა“ (რომი, იტალია, 2002), საერთაშორისო კონფერენცია „ალფა“ - ათენი, საბერძნეთი, 2003). აქვს პროექტების მართვის გამოცდილება: გამოფენა „მედიცინისა და არქიტექტურის სინთეზი - პარალელური ბიოგრაფიები“ (პროექტის ხელმძღვანელი და თანაავტორი).

კონტაქტი: maka.pliasunova@yahoo.com

გააზიარე გვერდი: