უნივერსტეტი

პერსონალი

<span>თინათინ ახობაძე</span>

თინათინ ახობაძე

ასისტენტ პროფესორი
ფაკულტეტები:
მედიცინის დოქტორი

თინათინ ახობაძემ 1979 წელს წარმატებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი, სამკურნალო საქმის სპეციალობით. 

1980-1981 წლებში გორის სასწრაფო დახმარების სამსახურის ექიმის პოზიციაზე მუშაობდა, 1981-1990 წლებში თერაპიის ნაციონალური ცენტრის კარდიოლოგი და უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი იყო, 1990-2011 წლებში - თერაპიის ნაციონალური ცენტრის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. ამჟამად დიაბეტის კვლევის ეროვნული ცენტრის კარდიოლოგ-მკვლევარია. 

მონაწილეობა აქვს მიღებული ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებში, მათ შორის: ESC 2018 (მიუნჰენი, გერმანია), ESC 2017 (ბარსელონა, ესპანეთი), ESC 2016 (რომი, იტალია), ESC 2015 (ლონდონი, დიდი ბრიტანეთი), EASD 2014 (ვენა, ავსტრია). გარდა ამისა, ექიმთა უწყვეტი განათლების პროექტებში, მათ შორის: 2012 – 2011 - დიაბეტის საერთაშორისო ფონდის გრანტის ფარგლებში, პროექტი - დიაბეტის პრევენცია, სკრინინგი და მართვა, მკურნალობის თანამედროვე მეთოდები", საქართველოს წითელი ჯვრის პროექტი - „დიაბეტის პრევენცია და დიაბეტის დახმარების ხარისხის ამაღლება“. 

არის საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოებისევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების (ESC), საქართველოს დიაბეტისა და ენდოკრინოლოგთა კავშირის ასოციაციისევროპის დიაბეტის სწავლების ასოციაციის წევრისა (EASD) და საქართველოს ექიმთა პოსტდიპლომური განათლების ასოციაციის წევრი.

თინათინ ახობაძე  არის 52 ქართული და საერთაშორისო პუბლიკაციის ავტორი.

კონტაქტი: tin.akhobadze@gmail.com

გააზიარე გვერდი: