უნივერსტეტი

პერსონალი

<span>მარინე ნიკოლაიშვილი</span>

მარინე ნიკოლაიშვილი

პროფესორი
ფაკულტეტები:
მეცნიერებათა დოქტორი

მარინე ნიკოლაიშვილმა 1976 წელს წარმატებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბიოქიმიისა და რადიობიოლოგიის მიმართულებით; 1998 წელს ამავე უნივერსიტეტში მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი მიენიჭა.

1973-1991 წლებში ფიზიოლოგიის ინსტიტუტში ჯერ ცხოველთა ქცევის ლაბორატორიაში, მოგვიანებით კი ბიოქიმიის ლაბორატორიაში მუშაობდა. 1992-2010 წლებში რადიობიოლოგიისა და რადიაციული ეკოლოგიის ს/კ ცენტრში ჯერ რადიაციული ბიოქიმიის ლაბორატორიაში მუშაობდა, მოგვიანებით კი ნეირობიოლოგიის ლაბორატორიის გამგის პოზიციას იკავებდა. 2010 წელს სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა ცენტრის რადიობიოლოგიის ლაბორატორიის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი იყო. 2011 წლიდან დღემდე - ივ. ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი, 2016 წლიდან კი ამავე ცენტრის რადიობიოლოგიის ლაბორატორიის განყოფილების გამგეა. პედაგოგოირ საქმიანობას 2001 წლიდან სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ეწევა. 

 

პატენტები
  • საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი „საქპატენტი“გამოგონებისა და ახალი ჯიშების დეპარტამენტი: საქმის ნომერი 1489/2. სასარგებლო მოდელი: ეპილეფსიის სამკურნალო საშუალება.
  • საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი „საქპატენტი“გამოგონებისა და ახალი ჯიშების დეპარტამენტი: საქმის ნომერი 14928/2. სასარგებლო მოდელი: მეორე ტიპის დიაბეტის სამკურნალო საშუალება

მარინე ნიკოლაიშვილი არის 65 პუბლიკაციის ავტორი, 31 მათგანი იმფაქტ-ფაქტორიან ჟურნალებშია გამოცემული. 

კონტაქტი: radio_mari@yahoo.com

გააზიარე გვერდი: