უნივერსტეტი

პერსონალი

<span>თეა მუსელიანი </span>

თეა მუსელიანი

ასისტენტ პროფესორი
ფაკულტეტები:
ბიოლოგიის დოქტორი

თეა მუსელიანმა 2002 წელს წარმატებით დაამთავრა სულხან-საბა ორბელიანის სახელობის თბილისის სახელმწიფო     პედაგოგიური უნივერსიტეტის საბუნებისმეტყვეტყველო ფაკულტეტი, ქიმია-ბიოლოგიის სპეციალობით; 2005 წელს -  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტის ასპირანტურა, 2007 წელს კი ბიოლოგიის დოქტორის ხარისხი მიენიჭა.

2005-2008 წლებში რადიობიოლოგიისა და რადიაციული ეკოლოგიის სამცნიერო ცენტრის, ნეირობიოლოგიის ლაბორატორიის მეცნიერ-თანამშრომელი იყო, 2008-2010წ წლებში - ამავე ლაბორატორიის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი და სამეცნიერო საბჭოს წევრი-მდივანი. 2010-2011 წლებში რადიობიოლოგიისა და რადიაციული ეკოლოგიის სამეცნიერო     ცენტრის დირექტორის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. 2011 წლიდან დღემდე .ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის რადიობიოლოგიის განყოფილების უფროსი მეცნიერთანამშრომელია, 2019 წლიდან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი  გარემო და მეცნიერებას დამფუძნებელი.

მონაწილეობა აქვს მიღებული საერთაშორისო კონფერენციებში, როგორც ქვეყნის ფარგლებს შიგნით, ისე ის გარეთ, მათ შორის: საერთაშორისო კონფერენცია ,,ბიოლოგიისა და მედიცინის აქტუალური პრობლემები” (თბილისი, 2005), საერთაშორისო კონფერენცია, ,,LS 2 “ (შვეიცარია, ლოზანა, 2016), მე -5  ინტერდისციპლინური ფორუმი სოციალურ მეცნიერებებსა და ჰუმანიტარულ საკითხებზე  ” (ესპანეთი, ბარსელონა, 2005). 

გამოქვეყნებული აქვს 42 სამეცნიერო ნაშრომი. 

კონტაქტი: tea.piko@gmail.com

გააზიარე გვერდი: