უნივერსტეტი

პერსონალი

<span>ხათუნა კუდავა</span>

ხათუნა კუდავა

პროფესორი
ფაკულტეტები:
მედიცინის აკადემიური დოქტორი

ხათუნა კუდავამ 1998 წელს წარმატებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი, 2014 წელს კი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე მედიცინის აკადემიური დოქტორის ხარისხი მიენიჭა.

2004 წლიდან კანისა და ვენსნეულებათა სამეცნიერო-კვლევითი ეროვნული ცენტრის ექიმი დერმატო-ვენეროლოგია, 2014 წლიდან ხელმძღვანელობს წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილური კლინიკური საავადმყოფოს სარეზიდენტო პროგრამას - ,,შინაგანი მედიცინამოდულის ,,კანის დაავადებები“. წლების განმავლობაში პედაგოგიურ საქმიანობას სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ეწევა. 

არის ავტორი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ელექტრონული სასწავლო კურსისა დერმატოლოგიაში – http://e-learning.tsu.ge, ასევე, "თავის თმიანი არის მიკოზების მართვის პროტოკოლის" თანაავტორი. გახლავთ 18 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი (საერთაშორისო რეფერირებულ და იმპაქტფაქტორიან ჟურნალებში); მრავალი საერთაშორისო კონფერენციის მონაწილე მომხსენებლის სტატუსით.

ხათუნა კუდავა არის ვროპის დერმატო-ვენეროლოგთა აკადემიის (EADV), ტელედერმატოლოგიის საერთაშორისო საზოგადოების (ISTD), დერმოსკოპიის საერთაშორისო საზოგადოების (IDS), ევრო-აზიის დერმატოვენეროლოგთა ასოციაციის (EAAD), საქართველოს დერმატო-ვენეროლოგთა ასოციაციისა (GADV) და საქართველოს მიკოლოგთა ასოციაციის წევრი.

კონტაქტი: khatuna.kudava@yahoo.com

გააზიარე გვერდი: