უნივერსტეტი

პერსონალი

<span>ტატიანა ზუბიაშვილი	</span>

ტატიანა ზუბიაშვილი

პროფესორი
ფაკულტეტები:
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი

ტატიანა ზუბიაშვილმა 1982 წელს წარმატებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი, 1984 წელს - კლინიკური ორდინატურა შინაგანი სნეულებების სპეციალობით,  1988 წელს - ასპირანტურა კარდიოლოგის სპეციალობით. 1999 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე "ჰიპერტონული გული" ხანდაზმულობისა და მოხუცებულობის ასაკში. 

1982-2013 წლებში თერაპიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის კარდიოლოგიის, კლინიკური ფარმაკოლოგიისა და გერიატრიის განყოფილებაში მუშაობდა, 1999-2011 წლებში აკად.ნ. ყიფშიძის სახელობის თერაპიის ეროვნული ცენტრის გერიატრია-გერონტოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელის პოზიციას იკავებდა, 2012-2013 წლებში - თერაპიის ს/კ კლინიკის თერაპიული განყოფილების გამგე იყო. 2013 წლიდან დღემდე ქირურგიის ეროვნულ ცენტრის კარდიოლოგიური დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას იკავებს.

1997 წლიდან პედაგოგიურ საქმიანობას საქართველოში მოქმედ სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ეწევა. 

ტატიანა ზუბიაშვილი არის 87 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. მონაწილეობა აქვს მიღებული ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებში კიევში, გლაზგოში, ჟენევაში, ჰელსინკში, ლიმაში, ბერლინში, სეულში, ამსტერდამში, ვანკუვერში, სტამბოლში, პარიზში, პრაღაში, მილანსა და სხვ. 

1997-2006 წლებში იყო გერონტლოგიისა და გერიატიის საერთაშორისო ასოციაციის ვიცე პრეზიდენტი, 2010 წლიდან კი - წევრი; 2005 წლიდან გახლავთ ათეროსკლეროზის საერთაშორისო ასოციაციის, 1996 წლიდან კი - შიდა სნეულებების საერთაშორისო ასოციაციის წევრი; 2000 წლიდან არის  შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მთავარი გერონტოლოგი.

გააზიარე გვერდი: