უნივერსტეტი

პერსონალი

<span>ქეთევან ომიაძე</span>

ქეთევან ომიაძე

ასისტენტ პროფესორი
ფაკულტეტები:
მედიცინის დოქტორი

ქეთევან ომიაძემ 2000 წელს წარმატებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პედიატრიული ფაკულტეტი, 2004 წელს - თსსუ-ს რეზიდენტურის კურსი ალერგოლოგიასა და კლინიკურ იმუნოლოგიაში. 2008 წელს ამავე უნივერსიტეტში მიენიჭა დოქტორის აკადემიური ხარისხი მედიცინაში.

2004-2010 წლებში, ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრში ალერგოლოგ-იმუნოლოგის პოზიციაზე მუშაობდა, 2008-2011 წლებში იყო შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური ფონდის ტუბერკულოზის პროექტების კოორდინატორი, 2011-2014 წლებში კი - ამავე ფონდის ტუბერკულოზის პროგრამის კოორდინატორი. 2014-2017 წლებში, პედიატრიული კლინიკა გლობალმედის ალერგოლოგ-იმუნოლოგი გახლდათ, 2018 წელს ამავე პოზიციას სამედიცინო კორპორაცია ევექსში იკავებდა. ამჟამად ჰოსპიტალური ქსელი მედალფასა და აქსა მედიქალის იმუნოლოგ-ალერგოლია. ამასთან, არის საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრი. 

გავლილი აქვს სხვადასხვა სასწავლო კურსი, როგორც ქვეყნის ფარგლებს შიგნით, ისე მის გარეთაც. მონაწილეობა აქვს მიღებული საერთაშორისო სემინარებსა და კონგრესებში, მათ შორის: ევროპის რესპირატორული ასოციაციის კონგრესი (ვენა, ავსტრია, 2012), ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო კავშირი, მეექვსე კონფერენცია (ლონდონი, დიდი ბრიტანეთი, 2012), ევროპის რესპირაციული ასოციაციის კვლევითი სემინარი (პარიზი, საფრანგეთი, 2017).

ქეთევან ომიაძე არის ათეულობით სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი.

კონტაქტი: ketiomiadze@yahoo.com

გააზიარე გვერდი: