უნივერსტეტი

პერსონალი

<span>მანანა გორდეზიანი</span>

მანანა გორდეზიანი

პროფესორი
ფაკულტეტები:
მედიცინის დოქტორი

მანანა გორდეზიანმა 1985 წელს წარმატებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი, 1988 წელს - თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის კლინიკური ორდინატურა, ნევროლოგიის სპეციალობით; 2002 წელს წარჩინებით დაასრულა სწავლა თსსუ-ს უცხო ენების ფაკულტეტზე,  ინგლისური ენის სპეციალობით; 2004 წელს მიენიჭა მედიცინის დოქტორის ხარისხი.

1985-1989 წლებში იყო ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ნევროლოგიის კათედრის კლინიკური ორდინატორი, 1990-1993  წლებში - ინსტიტუტთაშორისი და დისციპლინათაშორისი სექსოლოგიის კათედრაზე ასისტენტი; 1993 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა; 2006-2011 წლებში იყო კატასტროფის მედიცინის ინსტიტუტის ასოცირებული პროფესორი, ასევე, სამკურნალო დიაგნოსტიკური ცენტრი მერამედის კონსულტანტ-ნევროლოგი. 2008-2014 წლებში - თბილისის ონკოლოგიური დისპანსერის კონსულტანტი ნევროლოგი, ამასთან, ჩემი ოჯახის კლინიკის ექიმი ნევროლოგი. 2011 წლიდან დღემდე გახლავთ სამედიცინო ცენტრ მედელიტის კონსულტანტ-ნევროლოგი და ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრ მენტალვიტას ექიმი-ნევროლოგი. 2014 დღემდე არის სამედიცინო კორპორაცია ევექსის ექიმი-ნევროლოგი. 

მონაწილეობა აქვს მიღებული ათეულობით ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციაში, ასევე ტრენინგებში ქვეყნის ფარგლებს შიგნით და მის გარეთ. მათ შორის: სამეცნიერო კონფერენცია "Innovations in Brain Tumor Surgery and Radiation Oncology", თბილისი (2018); სამეცნიერო კონფერენცია "Health International Conference GIMFA, IV annual meeting", თბილისი (2017); "The Fourth Georgian Congress of Radiology 7-8 May (2016).

მანანა გორდეზიანი არის 118 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, 2 მონოგრაფიის თანაავტორი, 18 სამეცნიერო კონფერენციის მონაწილე. 

კონტაქტი: gogavekua@yahoo.com

გააზიარე გვერდი: