უნივერსტეტი

პერსონალი

<span>ნანა ჯინჭარაძე</span>

ნანა ჯინჭარაძე

აფილირებული პროფესორი
ფაკულტეტები:
მედიცინის დოქტორი
საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორი

ნანა ჯინჭარაძემ 1987 წელს წარმატებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პედიატრიის ფაკულტეტი, 2015 წელს მოიპოვა ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი ჯანდაცვის მენეჯმენტში (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი); 1994 წელს მედიცინის დოქტორის ხარისხი მიენიჭა (თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი), 2019 წელს კი - საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორის ხარისხი ( საქართველოს უნივერსიტეტი).

2010 წელს სტაჟირება ავსტრიის ქალაქ გრაცის საუნივერსიტეტო კლინიკაში გაიარა; 1989-1992 წლებში იყო ბავშვთა რესპუბლიკური  საავადმყოფოს ახალშობილთა რეანიმაციის განყოფილების რეანიმატოლოგ-ნეონატოლოგი, 1992-2007 წლებში - ამავე საავადმყოფოს ახალშობილთა ინფექციურ-ბოქსირებული განყოფილების  ნეონატოლოგი; 2007-2017 წლებში ამავე პოზიციას იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოშ იკავებდა. 2018 წლიდან დღემდე გახლავთ მრავალპროფილური  ცენტრ ჩვენი კლინიკას პედიატრი.

1995 წლიდან პედაგოგიურ საქმიანობას სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ეწევა. 2018 წლიდან ევროპის უნივერსიტეტის აფილირებული პროფესორია.

არის 48 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. 2008 წლიდან ევროპის ბავშვთა ინფექციურ დაავადებათა ასოციაციის, 2005 წლიდან კი არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს დროულ და დღენაკლულ ახალშობილთა დახმარების ასოციაციის პრეზიდენტია. მონაწილეობა აქვს მიღებული ადგილობრივ და საერთაშორისო ვორქშოფებში, კონფერენციებსა და სეინარებში, მათ შორის: კონფერენცია - SEPSIS 2007 საერთაშორისო სიმპოზიუმი-დელეგატი. ISF 2007 ინტერნაციონალური სეფსისის ფორუმი, პასტერის ინსტიტუტი (ეარდგენილმა შრომამ გაიმარჯვა ნომინაციაზე Poster viewing 2007, პარიზი, საფრანგეთი; ESCMID 2008 - ევროპის კლინიკური მიკრობიოლოგიისა და ინფექციურ დაავადებათა ასოციაციის დიპლომის შემდგომი ვორქშოფი - გენების ექსპრესია ინფექციების დროს (სიენს უნივერსიტეტი, იტალია).

კონტაქტი: jincharadze.nana@eu.edu.genanajincharadze@yahoo.com

გააზიარე გვერდი: