უნივერსტეტი

პერსონალი

<span>მირანდა მიმინოშვილი</span>

მირანდა მიმინოშვილი

ასისტენტ პროფესორი
ფაკულტეტები:
მედიცინის დოქტორი

მირანდა მიმინოშვილმა 1999 წელს წარმატებით დაამთავრა თბილისის საერო ინსტიტუტი გაენათის სამკურნალო ფაკულტეტი, სამკურნალო საქმის სპეციალობით; 2007 წელს - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დოქტორანტურა, ჰისტოლოგიის, ციტოლოგიისა და ემბრიოლოგიის სპეციალობით. 2009 წელს დაიცვა წელს სადისერტაციო ნაშრომი თემაზე ,,საშვილოსნოს ლეიომიომის და ინტაქტური მიომეტრიუმის ულტრასტრუქტურული თავისებურებები“. 

1999-2005 წლებში, აფხაზეთის ა/რ გლდანის დევნილთა პოლიკლინიკაში ექიმი ენდოკრინოლოგის პოზიციაზე მუშაობდა, 2003 წელს - იყო ნუნისის ექიმი-თერაპევტი, 2006-2008 წლებში - თბილისის მეტროს პოლიკლინიკაში ექიმი ენდოკრინოლოგი; 2008-2009 წლებში კიევის სლავისტიკური უნივერსიტეტის (წარმომადგენლობა საქართველოში) მედიცინის ფაკულტეტზე ერთ-ერთ სასწავლო კურსს უძღვებოდა, 2008-2011 წლებში დიაგნოსტიკური ცენტრი ანტროპოსის, 2011 წლიდან კი დიაკორის ექიმი ენდოკრინოლოგი გახლდათ. 2018 წლიდან დღემდე ალადაშვილის სახელობის კლინიკის ექიმი ენდოკრინოლოგია. 

მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა ტრენინგსა და კონფერენციაში, მათ შორის: 2017 IDFკონგრესი, აბუ-დაბი- პოსტერის მოხსენება, ავტორი; კონფერენცია ვიტამინი D-ს  სტატუსის გავლენა მოსვენების მეტაბოლურ სიჩქარეზე, მეტაბოლური სინდრომის მქონე მოზრდილებში საქართველოში. მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ კლინიკურ კვლევაში.

კონტაქტი: miminoshvilimiranda@gmail.com

გააზიარე გვერდი: