უნივერსტეტი

პერსონალი

<span>ვერა ცომაია</span>

ვერა ცომაია

ასოცირებული პროფესორი
ფაკულტეტები:

ვერა ცომაიამ 1993 წელს წარმატებით დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგიის სპეციალობით; 1997 წელს - ამავე უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტის ასპირანტურა, უჯრედის ბიოლოგიის სპეციალობით. 1999 წელს ბიოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი მიენიჭა („შეკავების ნეირონული მექანიზმები პირველად ეპილეპტოგენურ კერებში“ ). 

1993-1996 წლებში მუშაობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უჯრედის ბიოლოგიის კათედრაზე, 1996-2006 ამავე უნივერსიტეტში ნეირობიოლოგიის ლაბორატორიაში;  2010-2017  წლებში ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის ძილ-ღვიძილის ციკლის ნეირობიოლოგიის ლაბორატორიაში მეცნიერ თანამშრომლის პოზიციას იკავებდა, 2017 წელს - ამავე ცენტრის ძილ-ღვიძილის ციკლის ნეირობიოლოგიის ლაბორატორიის უფროსი  მეცნიერ-თანამშრომლის. ამჟამად ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრში ძილ-ღვიძილის ციკლის ნეირობიოლოგიის ლაბორატორიის  უფროსი მეცნიერ-თანამშრომელია. 

მონაწილეობა აქვს მიღებული საერთაშორისო და ეროვნულ კონფერენციებსა და საკვალიფიკაციო ტრენინგებში, მათ შორის:  IBRO 2000 Summer School, Tihany, Hungary (2002),  Meeting of the Physiological Society, Oxford, United Kingdom (2001),  Seminars at  the  Unité de Neurosciences Intégratives et Computationnelles (UNIC)  and  at  the Institute Henri Poincare, Paris (2002).

მიღებული ჯილდოები და სტიპენდიები: 2002  - CNRS  სტიპენდია, 2002-2004 - Wellcome Trust სტიპენდია, 2001  -  IBRO სტიპენდია, 2001  -  ბრიტანეთის ფიზიოლოგიური საზოგადოების სამოგზაურო  გრანტი, 2000 - UNESCO საერთაშორისო კონფერენცია ( II პრემია).

არის საქართველოს ფიზიოლოგთა საზოგადოებისთავის ტვინის კვლევის საერთაშორისო ორგანიზაციის (IBRO)ევროპელ ნეირომეცნიერთა  გაერთიანებების  ფედერაციის (FENS) წევრი. 

კონტაქტი: vtsomaia@gmail.com

გააზიარე გვერდი: