უნივერსტეტი

პერსონალი

<span>ქეთევან ჩიტაიშვილი</span>

ქეთევან ჩიტაიშვილი

ასისტენტ პროფესორი
ფაკულტეტები:
აკადემიური დოქტორი მედიცინაში

ქეთევან ჩიტაიშვილმა 1983 წელს წარმატებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი, 2007 წელს მიენიჭა აკადემიური დოქტორის ხარისხი მედიცინაში. 

2005 წლიდან პედაგოგოგიურ საქმიანობას საქართველოში მოქმედ სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ეწევა. 1990-2915 წლებში თბილისის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიეორი პრაქტიკულ ცენტრში ექიმი გასტროენტეროლოგ-ინფექციონისტის პოზიციაზე მუშაობდა; 2015-2016 წლებში, დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტის რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომის შემდგომი პროფესიული განათლების სარეზიდენტო პროგრამის ხელმძღვანელი (სპეციალობა - გასტროენტეროლოგია) იყო; 2018 წელს - ავერსის კლინიკის რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომის შემდგომი სარეზიდენტო პროგრამის ხელმძღვანელი (სპეციალობა - გასტროენტეროლოგია); 2009 წლიდან დღემდე ავერსის კლინიკის ექიმი-გასტროენტეროლოგია.

2003 წლიდან არის საქართველოს ინფექციონისტთა, ჰეპატოლოგთა, პარაზიტოლოგთა, ეპიდეგიოლოგთა და მიკრობიოლოგთა ასოციაციის წევრი, 2009 წლიდან - გასტროენტეროლოგთა და ჰეპატოლოგთა ასოციაციის წევრი, 2012-2018 წლებში გახლდათ ევროპის ღვიძლის შემსწავლელი ასოციაციის წევრი.

ქეთევან ჩიტაიშვილი არის 16 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.

კონტაქტი: ketinochitaishvili@aversi.ge

გააზიარე გვერდი: