უნივერსტეტი

პერსონალი

<span>მაია სულაქველიძე</span>

მაია სულაქველიძე

პროფესორი
ფაკულტეტები:
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი

მაია სულაქველიძემ 1983 წელს წარმატებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი (სამკურნალო საქმე), 2003 წელს მიენიჭა მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი („ავადობის და ლეტალობის პრედიქტორები ქრონიკულ ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებში“).

საექიმო საქმიანობა დაიწყო 1983 წლიდან, სხვადასხვა თანამდებობას იკავებდა აკადემიკოს ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში, ამჟამად გახლავთ ამავე კლინიკის ამბულატორიის დეპარტამენტის ხელმძღვენელი. 1985 წლიდან პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში. 

მაია სულაქველიძე არის 45 სამეცნიერო და სასწავლო ნაშრომის ავტორი, მისი პუბლიკაციები გამოცემულია 9 რეფერირებად ჟურნალსა და 7 იმფაქტ-ფაქტორის მქონე გამოცემაში. არის ორი მონოგრაფიის ავტორი. არის 2 სადოქტორო ნაშრომის ხელმძღვანელი.

კონტაქტი: maiasulaq@gmail.com

გააზიარე გვერდი: