უნივერსტეტი

პერსონალი

<span>გიორგი მაღლაკელიძე </span>

გიორგი მაღლაკელიძე

ასოცირებული პროფესორი
ფაკულტეტები:
აკადემიური დოქტორი ბიოლოგიაში

გიორგი მაღლაკელიძემ 1996 წელს წარმატებით დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი, 2004 წელს კი ივანე ბერიტაშვილის ფიზიოლოგიის ინსტიტუტი

2002 წლიდან პედაგოგოირ საქმიანობას საქართველოში მოქმედ სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ეწევა. 2008-2010 წლებში იყო ივანე ბერიტაშვილის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 2010-2013 წლებში იმავე პოზიციაზე მუშაობდა აშშ-ში, ჯერ ნიუ იორკის კოლუმბიის უნივერსიტეტში (ბიოსტატისტიკის დეპარტამენტი), მოგვიანებით კი - ნიუ ჯერსის რუტგერსის უნივერსიტეტში (ცხოველთა შემსწავლელ მეცნიერებათა დეპარტამენტი). 

გიორგი მაღლაკელიძეს მიღებული აქვს არაერთი გრანტი, არის ათეულობით პუბლიკაციის ავტორი, მონაწილეობა აქვს მიღებული საერთაშორისო ფორუმებში, მათ შორის: 36th Annual RSA Scientific MeetingOrlando, Florida, USA (2013), 8th IBRO World Congress of NeuroscienceFlorence, Italy (2011), 38th annual meeting of the Society for Neuroscience, Washington DC, USA (2008). 

 

კვლევის სფეროები

თავის ტვინის მორფოფუნქციური ორგანიზაციის კვლევა სხვადასხვა ლაბორატორიული მეთოდის (ტესტირება ქცევითი ამოცანებით, ტვინის ლოკალური უბნების ელექტროლიზური და იმუნოტოქსინით დაზიანების, ელექტრული გაღიზიანებისა და რეგისტრაციის მეთოდები) გამოყენებით.

კონტაქტი: gmaglak@gmail.com

გააზიარე გვერდი: