უნივერსტეტი

პერსონალი

<span>მიხეილ ბიჭია</span>

მიხეილ ბიჭია

ასოცირებული პროფესორი
ფაკულტეტები:
სამართლის დოქტორი

მიხეილ ბიჭიას 2012 წელს მიენიჭა სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხი (თსუ).  სადოქტორო დისერტაცია ეძღვნებოდა თემას „პირადი ცხოვრების დაცვა საქართველოს სამოქალაქო სამართლის მიხედვით“, სამეცნიერო ხელმძღვანელი იყო პროფესორი თევდორე ნინიძე.

2010-2011 წლებში მოწვეული ლექტორის რანგში ახორციელებდა სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, 2011-2013 წლებში იყო ასისტენტ-პროფესორი კავკასიის უნივერსიტეტში, ხოლო 2012-2015 წლებში - თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და 2015-2016 წლებში - ამავე უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი.

2010 წლიდან დღემდე არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მოწვეული ლექტორი.

2013 წლის სექტემბრიდან 2014 წლის სექტემბრამდე სდასუ-ს სამართლის სკოლაში იყო ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე და უძღვებოდა სასწავლო კურსებს კერძო სამართლის მიმართულებით, 2014 წლიდან დღემდე კი მუშაობს ამავე უნივერსიტეტში ასოცირებულ პროფესორად. ამასთან, 2016 წლიდან ახორციელებს სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობას ევროპის უნივერსიტეტში ასოცირებული პროფესორის პოზიციაზე.

2015 წლიდან არის თსუ-ს ბაზაზე შექმნილი როგორც თანამედროვე კერძო სამართლის ინსტიტუტის, ისე ცივილისტური აზრის ისტორიის ინსტიტუტის წევრი, 2017 წლიდან - სდასუ-ს სამეცნიერო ჟურნალ „სპექტრის“ რედკოლეგიის წევრი. ამასთან, არის სამართლის მიმართულების უმაღლესი განათლების  დარგობრივი საბჭოს წევრი.

მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში მომხსენებლის თუ მოდერატორის სტატუსით. ასევე, 2007-2018 წლებში გაიარა ათზე მეტი პროფესიული ტრენინგი, 2007-2008 წლებში _ სტაჟირება საქართველოს უზენაეს სასამართლოში. ჩაბარებული აქვს ადვოკატთა ტესტირება საერთო სპეციალიზაციით, ასევე, პროკურატურის სახელმწიფო საკვალიფიკაციო გამოცდა. პარალელურად ახორციელებს საადვოკატო საქმიანობას.  

იყო ორი სადისერტაციო ნაშრომის რეცენზენტი, ასევე, ერთი მონოგრაფიული კვლევის რედაქტორი. არის 45-მდე სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის 2 მონოგრაფიისა და 2 სახელმძღვანელოს ავტორი, ასევე, 1 უცხოური მონოგრაფიის მთარგმნელი. სამეცნიერო სტატიები გამოქვეყნებულია როგორც ქართულ, ისე უცხოურ გამოცემებში.

ფლობს გერმანულ, რუსულ და ინგლისურ ენებს.  

 

 

 

გააზიარე გვერდი: