უნივერსტეტი

პერსონალი

<span>შორენა შონია</span>

შორენა შონია

აფილირებული პროფესორი
ფაკულტეტები:
მედიცინის დოქტორი

შორენა შონიამ 1974 წელს წარმატებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი. 1986 წელს დაამთავრა ასპირანტურა პულმონოლოგიისა და ალერგოლოგია-იმუნოლოგიის სპეციალობით ფ.იანოვსკის სახელობის ფსიქიატრიისა  და პულმონოლოგიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში (კიევი, უკრაინა).

1975-1988 წლებში იყო აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი ალერგოლოგი, 1988-2002 წლებში - აჭარის სადიაგნოსტიკო და აღდგენითი ცენტრის ექიმი-ალერგოლოგი, 1995-1996 წლებში - ბათუმის სამედიცინო-ეკოლოგიური ინსტიტუტის თერაპიის კათედრის გამგე. 2002-2012 წლებში გახლდათ ბერძნული სამედიცინო ფონდ ჰიპოკრატეს ექიმი-ალერგოლოგი. 2011 წლიდან შპს New Hospitals-ის ალერგოლოგ-იმუნოლოგი და წამყვანი სპეციალისტია. ამასთან, 2016 წლიდან შპს New Hospitals-ის შინაგანი მედიცინის ალერგოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელის თანამდებობას იკავებს.

შორენა შონია არის EAACI, ERS და საქართველოს ალერგოლოგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის ასოციაციის წევრი.

ამჟამად ევროპის უნივერსიტეტიში თერაპია სალექციო კურსს უძღვება.

კონტაქტი: shorena_shonia@yahoo.com

გააზიარე გვერდი: