უნივერსტეტი

პერსონალი

<span>ირმა გინსბურგი</span>

ირმა გინსბურგი

მოწვეული პერსონალი
ფაკულტეტები:

ირმა გინსბურგმა 1993 წელს წარმატებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი. 1999 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო  ინსტიტუტის ასპირანტურა მეან-გინეკოლოგიის კათედრაზე. 1999 წელს დაიცვა დისერტაცია და მოიპოვა მედიცინის მეცნიერებეთა კანდიდატის სტატუსი.

1993-1996 წლებში მუშაობდა მეან-გინეკოლოგად თბილისის მე-4  სამშობიარო სახლში, 1997 წელს - გედეონ რიხტერის ამიერკავკასიის წარმომადგენლობაში. 1997-2002 წლებში ერთობლივ ქართულ-ჩეხურ ფარმაცევტულ კომპანია ლეჩივა-გეოში წამლის ხარისხის კონტროლის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას იკავებდა. 2002-2011 წლებში სამედიცინო ცენტრ გინი-მედის გენერალურ მენეჯერად მუშაობდა.  2011-2013 წლებში აზერბაიჯანულ-თურქული კომპანია უნივერსალ მედიკალ გრუპის ადმინისტრაციული მენეჯერი გახლდათ, 2014-2016 წლებში - შ.პ.ს. JNC-ის (რუსული ფარმაცევტული კომპანია ბიოკადი და გერმანული ფარმაცევტული კომპანია Wala) სამედიცინო წარმომადგენელი. 2017-2018 წლებში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში დეკანის თანაშემწის თანამდებობას იკავებდა.

ამჟამად ევროპის უნივერსიტეტში გინეკოლოგიისა და ჰისტოლოგიის სალექციო კურსებს უძღვება.

კონტაქტი: ginzburgirma@gmail.com

გააზიარე გვერდი: