უნივერსტეტი

პერსონალი

<span>თინათინ თურქია</span>

თინათინ თურქია

ასოცირებული პროფესორი
ფაკულტეტები:
ფილოლოგიის დოქტორი

თინათინ თურქიამ 2003 წელს წარმატებით დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ბაკალავრიატის საფეხური, 2005 წელს კი ამავე ფაკულტეტზე მაგისტრის ხარისხი მიენიჭა. 2008 წელს დაამთავრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მთარგმნელობითი საქმის (ინგლისური და ნიდერლანდური ენები) საბაკალავრო პროგრამა. 2013 წელს კი ფილოლოგიის დოქტორის ხარისხი მიენიჭა.

პედგოგიურ საქმიანობას 2005 წლიდან სხვადასხვა უნივერსიტეტში ეწევა, მათ შორის - .სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიასა და სხვ.  2006-2008 წლებში იყო ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის  რედაქტორი, 2009-1010 - წლებში თბილისის ვაგონშემკეთებელი ქარხანის მთარგმნელ-რედაქტორი. 2013 წელს – არასამთავრობო ორგანიზაცია „კომუნიკაცია+1“-ის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას იკავებდა,  2015-2016 წლებში იყო განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის რედაქტორი, 2017 წელს - დაწყებითი საფეხურის ქართულის მასწავლებელთა საგნობრივი კომპეტენციის დასადასტურებელი გამოცდის საგამოცდო ნაწერების შეფასების კომისიის წევრი. 

ამჟამად ევროპის უნივერსიტეტში თარგმანის თეორიას და პრაქტიკის სალექციო კურსს უძღვება.

კონტაქტი: turkia.tinatin@eu.edu.ge, tikot8@yahoo.com

გააზიარე გვერდი: