უნივერსტეტი

პერსონალი

<span>ნათია არაბული</span>

ნათია არაბული

ასისტენტ პროფესორი
ფაკულტეტები:

ნათია არაბულმა 1987 წელს წარმატებით დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიის ფაკულტეტი. 1991 წელს კი მოსკოვის ნესმეანოვის სახელობის ელემენტორგანული ნაერთების ინსტიტუტის (ИНЭОС) ასპირანტურა.

1991-2005 წლებში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ორგანულ ნივთიერებათა ტექნოლოგიის კათედრის მეცნიერ-თანამშრომელი იყო. პედაგოგიურ საქმიანობას 2005 წლიდან იწყებს. 2006-2007 წლებში  .ზალდასტანიშვილის სახ. ამერიკული აკადემიის ქიმიის პედაგოგი გახლდათ, 2008-2009 წლებში კი - ბაკურ სულაკაურის საავტორო სკოლის ქიმიის პედაგოგი. 2009-დღემდე სკოლა ქართული სასწავლებელის წამყვანი პედაგოგია. 2014-2015 წლებში გახლდათ გამოცდების ეროვნული ცენტრის ქიმიის პედაგოგების სასერტიფიკაციო გამოცდის სააპელაციო კომისიის წევრი, 2012-2016 წლებში იყო მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ქიმიის ექსპერტ-კონსულტანტი. 2016 წლის აპრილიდან დღემდე არის მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეორვნული ცენტრის სპეციალისტი.

ამჟამად ევროპის უნივერსიტეტში ქიმიის სალექციო კურსს უძღვება.

არის არაერთი სამეცნიერო პუბლიკაციისა და ნაშრომის ავტორი.

კონტაქტი: arabuli.natia@eu.edu.ge, natarabuli@gmail.com

გააზიარე გვერდი: