უნივერსტეტი

პერსონალი

<span>მაია ბლიაძე</span>

მაია ბლიაძე

აფილირებული პროფესორი
ფაკულტეტები:
გეოგრაფიის დოქტორი

მაია ბლიაძემ წარმატებით დაამთავრა  ივ. ჯავახიშვლის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი საზღვარგარეთის ქვეყნების ეკონომიკური და სოციალური გეოგრაფიის მიმართულებით, რის შემდეგაც გაიარა წინასადიპლომო ერთწლიანი პრაქტიკა  . ლოძის (პოლონეთი) სახელმწიფო უნივერსიტეტში.

სხვადასხვა წლებში მუშაობდა  ქ. თბილისის 126-ე  საჯარო სკოლაში ჯერ გეოგრაფიის მასწავლებლად, შემდეგ დირექტორად, შემდგომში - ქ. თბილისის საბურთალოს რაიონის განათლების განყოფილებაში მეთოდისტ-ორგანიზატორად; იყო ფონდი ღია საზოგადოება -  საქართველოს  და არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს სტრატეგიული კველევებისა და  განვითარების ცენტრის ექსპერტი, საქართველოს პედაგოგთა გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების  ინსტიტუტში საბუნებისმეტყველო და ეკოლოგიის კათედრის  მეცნიერ-თანამშრომელი. 2011 წლიდან დღემდე თანამშრომლობს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან, როგორც გეოგრაფიისა და ბუნებისმეტყვეელების მოდულის ავტორი და მასწავლებელთა ტრენერი. ამასთან, 2016 წლიდან  დღემდე თანამშრომლობს სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრის „ათასწლეულის გამოწვევის ფონდში“ - საქართველოს მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტში  გეოგრაფიის საგნობრივი მოდულის ავტორად და ტრენერად.

ამჟამად ევროპის უნივერსიტეტში მასწავლებლის მოსამზადების საგანმანათლებლო პროგრამას ხელმძღვანელობს. 

მაია ბლიაძე არის  ეროვნული სასწავლო გეგმის პირველი რედაქციის თანაავტორი,  გეოგრაფიის მე-7-11 კლასების, ბუნებისმეტყველების  მე-3-6 კლასების სასკოლო სახელმძღვანელოების თანაავტორი. გამოქვეყნებული აქვს  მრავალი სამეცნიერო სტატია, ერთი მონოგრაფია, ატლასები, დამხმარე სახელმძღვანელოები მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის, მეთოდური  შინაარსის წიგნები, არის  ინტერნეტჟურნალ mastsavebeli.ge-ის  ავტორი.  

სხვადასხვა წლებში მონაწილეობა აქვს მიღებული ადგილობრივ და საერთაშორისო ტრენინგებში, მათ შორის: UNISEF-ის, Council of Europe-ის და სხვ. მოპოვებული აქვს არაერთი ჯილდო, მათ შორის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და თბილისის მერიის რაფიელ დანიბეგაშვილის სახელობის პრემია.

კონტაქტი: bliadze.maia@eu.edu.ge

 

 

გააზიარე გვერდი: