უნივერსტეტი

პერსონალი

<span>თეიმურაზ სტურუა</span>

თეიმურაზ სტურუა

პროფესორი
ფაკულტეტები:
ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი

თეიმურაზ სტურუამ 1975 წელს წარმატებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბერნეტიკისა და გამოყენებითი მათემატიკის ფაკულტეტი (მართვის ავტომატიზებული სისტემების მათემატიკური უზრუნველყოფის სპეციალობით).

1975-1979 წლებში მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კიბერნეტიკის ინსტიტუტში უმცროსი მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობაზე. 1979-2006 წლებში პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა საქართველოს ზოოტექნიკურ-სავეტერინარო სასწავლო-კვლევითი ინსტიტუტში ასისტენტის, უფროსი მასწავლებლის და დოცენტის თანამდებობებზე. 1981-1987 წლებში პარალელურად იყო ახალგაზრდული პრობლემების შემსწავლელი რესპუბლიკური სამეცნიერო-მეთოდური ცენტრის ინფორმაციის ავტომატიზებული დამუშავების ლაბორატორიის გამგე. 2000 წლიდან დღემდე არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინტერდისციპლინური ინფორმატიკის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი. 2006-2011 წლებში პარალელურად იყო საქართველოს სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. 2014 წლიდან დღემდე არის ევროპის უნივერსიტეტის პროფესორი, უძღვება კომპიუტერული უნარების, კომპიუტერული უნარ-ჩვევებისა და ვებ-დიზაინის საფუძვლების (HTML, CSS) სასწავლო კურსებს.

თეიმურაზ სტურუა 2012 წელს აირჩიეს საქართველოს სოციალურ მეცნიერებათა აკადემიის წევრად. არის ჟურნალ გლობალიზაცია და ბიზნესის რედკოლეგიის წევრი.

გამოქვეყნებული აქვს 40-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 2 მონოგრაფია და 23 სახელმძღვანელო და დამხმარე სახელმძღვანელო.

კონტაქტი: sturua.teimuraz@eu.edu.ge; temuri.sturua@gmail.com

გააზიარე გვერდი: