უნივერსტეტი

პერსონალი

<span>მარიამ ცისკაძე</span>

მარიამ ცისკაძე

მოწვეული პერსონალი
ფაკულტეტები:

მარიამ ცისკაძემ 1982 წელს წარმატებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 1989 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე პირადი საკუთრების დაცვის სამოქალაქო-სამართლებრივი გარანტიები“. 1998 წელს წარმატებით ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა.

წლების განმავლობაში მუშაობდა სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებში, მათ შორის: 1982-1991 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი, 1998-2005 წლებში - მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდების საგამოცდო კომისიის წევრი, 1991-1997 წლებშისაქართველოს სამოქალაქო კოდექსის ახალი პროექტის შემმუშავებელი სახელმწიფო კომისიის წევრი, 1999-2009 წლებში გახლდათ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე. 1999 წელს იკავებდა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის თავმჯდომარის თანამდებობას. 2010 წლიდან საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრია, 2013 წლიდან - საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის მრჩეველთა საბჭოს წევრი. 2010 წლიდან 2012 წლამდე იყო გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში მართლმსაჯულების ხელმისაწვდოომობისა და ადამიანის უფლებათა დაცვის ექსპერტი. 2009-2010 წლებში საქართველოს ეროვნული ბანკის იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. 2010 წლიდან არის საქართველოს ადვოკატთა ტესტირების საგამოცდო კომისიის წევრი.

მარიამ ცისკაძემ 1995 წელს გერმანიის .ბრემენის გოეთეს სახელობის ინსტიტუტში გაიარა გერმანული ენის შემსწავლელი კურსები, 1995 წელს - სამეცნიერო პრაქტიკული სტაჟირება გერმანიის ქალაქ ბრემენის უნივერსიტეტში, ქალაქ ბრემენის სასამართლოში. 1999-2000 წლებში იყო გერმანიის ფრიდრიხ ებერტის საზოგადოების სტიპენდიანტი. 2012 წელს გერმანიის DAAD- ფონდის დაფინანსებით მოიპოვა სტიპენდია გერმანიის ენის ფრიდრიჰ-შილერის სახელობის უნივერსიტეტში

მარიამ ცისკაძე არის არაერთი ჯილდოს მფლობელი, მათ შორის 2013 წლის 11 ივნისს საქართველოს პრეზიდენტის №11/06/01 განკარგულებით დაჯილდოვდა ღირსების ორდენით. გამოქვეყნებული აქვს ქართულ და უცხო ენაზე ნაშრომები სამოალაქო სამართლისა და პროცესის, სამოსამართლო ეთიკის აქტუალურ პრობლემეზე. 

კონტაქტი: tsiskadze.mariam@eu.edu.ge

გააზიარე გვერდი: