უნივერსტეტი

პერსონალი

<span>პაატა დავითაია</span>

პაატა დავითაია

მოწვეული პერსონალი
ფაკულტეტები:

პაატა დავითაიამ 1994 წელს წარმატებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი.

1992-1993 წლები მუშაობდა აფხაზეთის ა/რ სამხედრო პოლიციის დეტექტივად, 1995-1996 წლებში იყო აფხაზეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებელი; 1996-2001 წლებში -  აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს მთ. სახელმწიფო მრჩეველი, 2001-2002 წლებში - საქ. საკონსტუტიციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის თანაშემწე, აპარატის უფროსი. 2002-2003 წლებში აფხაზეთის ა/რ იუსტიციის მინისტრის თანამდებობას იკავებდა,  2003-2004 წლებში - აფხაზეთის ა/რ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე და პირველი მოადგილე. ამავე წლებში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების სისტემის მონიტორინგის დეპარტამენტის თამჯდომარის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. 2004 წლის ივლისიდან 2004 წლის ოქტომბრის ჩათვლით იყო აფხაზეთის ა/რ პროკურორის მოადგილე; 2004 წლიდან არის გერმანიის ფედერალიზმის ს/კ ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე კავკასიის საკითხებში (ქ.ჰანოვერი); 2009 წელს იყო რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქ. ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის მიზნით განხორციელებული სამხედრო აგრესიისა და სხვა ქმედებების შემსწავლელი კომისიის თავმჯდომარე. 2008 წლიდან არის საქართველოს პარლამენტის და ფრაქცია „ძლიერი საქართველოს“ წევრი, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის წევრი. 2008-2012 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის თამჯდომარის მოადგილე. 2010-2012 წლამდე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ფრაქცია ევროპელი დემოკრატების ვიცეპრეზიდენტი. 2009-2012 წლებში ევროსაბჭოს ადამიანთა უფლებათა დაცვის სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის კომიტეტის წევრი.

პაატა დავითაია არის ინფორმატიზაციისა და სოც-ეკონომიკურ ურთიერთობათა აკადემიების ნამდვილი წევრი; საქართველოს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი; 15 სამეცნიერო ნაშრომისა და 2 მონოგრაფიის ავტორი. 2006 წლიდან არის მოქალაქეთა პოლიტიკური გაერათიანება საქართველოს ევროპელი დემოკრატების თავმჯდომარე.

ამჟამად ევროპის უნივერსიტეტის სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტზე საკონსტიტუციო სამართლის სალექციო კურსს უძღვება.

კონტაქტი: davitaia.paata@eu.edu.ge

გააზიარე გვერდი: