უნივერსტეტი

პერსონალი

<span>მარინა ბუცხრიკიძე</span>

მარინა ბუცხრიკიძე

პროფესორი
ფაკულტეტები:
ბიოლოგიის  აკადემიური დოქტორი

მარინა ბუცხრიკიძემ 1973 წელს წარმატებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგიის სპეციალობით. 1997 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე: ‘’ჰიპოთალამურ-ჰიპოფიზური ნეიროჰორმონების როლი გრძელვადიანი მეხსიერების ორგანიზაციაში’’, მიენიჭა ბიოლოგიის მეცნიერებათა აკედემიური დოქტორის ხარისხი.

1973 წლიდან მუშაობს ივ. ბერიტაშვილის სახ. ფიზიოლოგიის ინსტიტუტიში ჯერ რადიობიოლოგიის, შემდეგ ნეიროენდოკრინოლოგიის ლაბორატორიაში. ამჟამად მუშაობს ივ. ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის ნეიროფიზიოლოგიის განყოფილებაში უფროსი მეცნიერ-თანამშრომელის თანამდებობაზე.  

პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა 1990 წლიდან, მუშაობდა ბერიტაშვილის სახელობის სამედიცინო ინსტიტუტ ‘’მედიკორში“, დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტში ასოცირებულ პროფესორად, უმაღლესი სასწავლებელი ‘’განათლების აკადემიაში’’.

2014 წლიდან  შეუერთდა  ევროპის უნივერსიტეტის გუნდს, მედიცინის ფაკულტეტზე უძღვება ფიზიოლოგიისა და პათოლოგიური ფიზიოლოგიის სალექციო კურსს.

მარინა  ბუცხრიკიძე სხვადასხვა წლებში მონაწილეობას იღებდა ადგილობრივსა და საერთაშორისო კონფერენციებსა და ვორქშოპებში, მათ შორის: საერთაშორისო კონფერენციაზე ბერიტაშვილის საუბრები I, ნეიროფიზიოლოგიური ფუნქციები და მათი დარღვევები-ინტერდისციპლინური კვლევევბი (2018, 25-27 ივნისი), გენეტიკისა და ეპიგენეტიკის საერთაშორისო კონფერენცია (2018, 19-20 მაისი), 30th ECNP Congress 2017, 2-5 September, Paris, France; 5th International Conference on Brain Disorders and Therapeutics (2017, 29-30 November, Madrid, Spain); The 11th World Congress on Controversies in Neurology (CONy) (2017, 23-25 March, Athens, Greece), 7th FENS Forum of European Neuroscience. Amsterdam, Netherlands, 2010.

მოპოვებული აქვს არაერთი გრანტი: 2018-2020 საქართველოს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტი ‘’აკუსტიკური დიაპაზონის დაბალი სიხშირის, ელექტრომაგნიტური ველების ანტიდეპრესიული მოქმედება, გრანტის სამეცნიერო ხელმძღვანელი; 2014-2018 წ. საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტი ‘’აკუსტიკური დიაპაზონის მაგნიტური ველების ანტიეპილეფსიური მოქმედება, FR/257/7-270/14 შემსრულებელი; 2009-2011 უკრაინის სამეცნიერო ტექნიკური ცენტრის გრანტი (STCU) ჯგუფის ხელმძღვანელი.

2008-2010 წლებში ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტი (GNSF – 238) ორსულობა: ჰიპერაგზნებული ტვინის დაცვა თუ რისკ ფაქტორი?  ძირითადი შემსრულებელი; 2002-2003 წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გრანტი ‘’ ჰიპოთალამუსის ვაზოპრესინ-ოქსიტოცინ  მაპროდუცირებელი სუპრაოპტიკური ბირთვების არაჰიპოთალამური კავშირების ელექტროფიზიოლოგიური გამოკვლევა’’ (მკვლევარი); 2000-2001 წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გრანტი ჰიპოთალამუსის ნეიროსეკრეტორული ვაზოპრესინ მაპროდუცირებელი სუპრაქიაზმული ბირთვის ორგანიზმის ‘’ბიოლოგიური საათის ელექტროფიზიოლოგიური გამოკვლევა’’ (მკვლევარი); 1998-1999 წწ. სამეცნიერო ტექნოლოგიების სახელმწიფო კომიტეტის გრანტი: ნეიროენდოკრიკნული სისტემა და სტრესი; ყოველი საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობისას  მიღებული აქვს სერთიფიკატები.

ევროპელ ნეირომეცნიერთა საზოგადოების ფედერაციის (FENS) წევრი მარინა ბუცხრიკიძე არის არაერთი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, მათ შორის 60 სტატიისა და 70 თეზისის. მარინა ბუცხრიკიძე არის საქართველოს ნეირომეცნიერების  ასოციაციის წევრი, ტვინის კვლევის საერთაშორისო ორგანიზაციის (IBRO) წევრი.

გააზიარე გვერდი: