უნივერსტეტი

პერსონალი

<span>თამარ ჩილინგარაშვილი</span>

თამარ ჩილინგარაშვილი

მოწვეული პერსონალი
ფაკულტეტები:
მედიცინის დოქტორი

თამარ ჩილინგარაშვილმა 1974 წელს წარმატებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი, 1991 წელს კი მოიპოვა მედიცინის აკადემიური დოქტორის ხარისხი.

2000 წლიდან დღემდე არის თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტ თბილისი - SPA-ს ჯანმრთელობის და სამედიცინო რეაბილიტაციის ეროვნული ს/პ ცენტრის კურორტოლოგიის აქტუალურ საკითხთა და სამკურნალო ტურიზმის განყოფილების გამგე. სხვადასხვა წლებში ამავე ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელი იყო. პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.

თამარ ჩილინგარაშვილი 1998 წლიდან დღემდე არის სამედიცინო-სოციალური აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, 2004 წლიდან დღემდე - საქართველოს კურორტების აღდგენისა და განვითარების ასოციაციის წევრი. გახლავთ 40 ნაბეჭდი შრომის, ერთი გამოგონებისა და 2 მონოგრაფიის ავტორი.

ამჟამად ევროპის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სამედიცინო რეაბილიტაციას და რეაბილიტაცია და ფიზითერაპიის სალექციო კურსს უძღვება.

გააზიარე გვერდი: