უნივერსტეტი

პერსონალი

<span>ბახო დვალი</span>

ბახო დვალი

მოწვეული პერსონალი
ფაკულტეტები:

ბახო დვალმა 2010 წელს წარმატებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი, 2015 წელს კი ამავე უნივერსიტეტის რეზიდენტურა. 2012 წელს სტაჟირება თურქეთის ონკოლოგიური ჰოსპიტალის ძვლებისა და რბილი ქსოვილების განყოფილებაში გაიარა. 2016-2017 წლებში თსსუ-ში ენდოსკოპიის სუბსპეციალობის პროგრამა გაიარა, 2017 წელს კი სტაჟირება იტალიაში - centro regionale specializato di chirurgia videolaparoscopia robotica-ში (Padova, Italia). 

2010 წელს იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების უმცროსი ექიმი, 2010-დან 2014-წლამდე კი  კლინიკის “New Vision-საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის“ ინტენსიური თერაპიის განყოფილების უმცროსი ექიმი, 2015 წლიდან - ამავე ჰოსპიტალის ზოგადი ქირურგი. 2016 წელს  - ჟორდანიას სახ. ადამიანის რეპროდუქციის კვლევითი ინსტიტუტის ზოგადი ქირურგის პოზიციაზე მუშაობდა. ამავე წლიდან დღემდე იკავებს  ზოგადი ექიმის პოზიციას კლინიკა „უნივერსალური სამედიცინო ცენტრში“ და კლინიკა “Innova”-ში.

ამჟამად ევროპის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე კერძო ქირურგიის სალექციო კურსს უძღვება.

გააზიარე გვერდი: