უნივერსტეტი

პერსონალი

<span>გიორგი ღლონტი</span>

გიორგი ღლონტი

მოწვეული პერსონალი
ფაკულტეტები:

გიორგი ღლონტმა 1988 წელს წარმატებით დაამთავრა მოსკოვის უმაღლესი მილიციის სკოლა, სისხლის სამართლისა და კრიმინოლოგიის მიმართულებით.

სხვადასხვა წლებში პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა, როგორც საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ისე უცხოურ უნივერსიტეტებშიც, მათ შორის: 1994-1995 წლებში იყო School Of Criminal Justice Rutgers University-ის (Newark New Jersey, USA) მიწვეული პროფესორი (IREX-ის სტიპენდიატი, უძღვებოდა ლექციებს ორგანიზებულ დანაშაულში). 1999-2000 წლებში იყო ამერიკის უნივერსიტეტის (American University Washington WC , ვაშინგტონი) მოწვეული პროფესორი, ფულბრაიტის პროგრამის სტიპენდიანტი, უძღვებოდა ლექციებს შედარებით კრიმინოლოგიაში. გარდა ამისა, 2008 წელს იყო  Monash Universitety (ავსტრალია) მიწვეული პროფესორი, 2009 წელს კი - Kingston-Upon-Hall University-ში (Erasmus Mundus Program) უძღვებოდა სალექციო კურსს კრიმინოლოგიაში. 1998 წელს გახლდათ საერთაშორისო სისხლისსამართლისა და კრიმინოლოგიის მაკს პლანკის ინსტიტუტის მკვლევარი (ფრაიბურგი, გერმანია).

ევროპის უნივერსიტეტის სამართალის, ჰუმანიტარულ და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტზე კრიმინოლოგიის სალექციო კურსს უძღვება.

გიორგი ღლონტი წლების განმავლობაში მუშაობდა ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებში. 2002-2004 წლებში მონაშ უნივერსიტეტის ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულობის ცენტრის თბილისის ოფისის დირექტორის თანამდებობას იკავებდა, 2015 წელს კი The Good Giovernance and Public Administration Stengthening (GGPAS) Program, Funded by USAID (ყირგიზეთი) დამოუკიდებელი კონტრაქტორი იყო.

კონტაქტი: ilrgeo@yahoo.com

გააზიარე გვერდი: