უნივერსტეტი

პერსონალი

1983 წელს წარჩინებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, 1984-1987 წლებში კი სწავლობდა სსრ კავშირის მეცნიერებათა აკადემიის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის (მოსკოვი) ასპირანტურაში, რომლის დამთავრების შემდეგ დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია.

1988 წლიდან მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტში უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად. პედაგოგოიურ საქმინოაბას სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში 1998 წლიდან ეწევა. ამჟამად ევროპის უნივერსიტეტის სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სისხლის სამართლის პროცესის სალექციო კურსს უძღვება

წლების განმავლობაში მოღვაწეობდა საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამეცნიერო - საკონსულტაციო საბჭოს წევრად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან არსებული სამართლებრივი რეფორმების სამთავრობო კომისიის სამართალდაცვის  ორგანიზაციის რეფორმების კომისიის თავმჯდომარედ. მისი მონაწილეობით და უშუალო ხელმძღვანელობით მომზადდა მრავალი საკანონმდებლო აქტი.

1996-1999 წლებში იყო საქართველოს საკონსტუტიციო სასამართლოს წევრი და თავმჯდომარის მოადგილე. 1999-2001 და 2004-2008 ორჯერ იყო საქართველოს პარლამენტის წევრად არჩეული. 2001 წელს საქართველოს გენერალური პროკურორის თანამდებობას იკავებდა.

გამოქვეყნებული აქვს 64 ნაშრომი სისხლის სამართლის პროცესისა და იუსტიციის ორგანიზაციის პრობლემებზე (ქართულ,რუსულ,ჩეხურ და ინგლისურ ენებზე), მათ შორის 2 მონოგრაფია.

1999 წელს მინიჭებული აქვს მოსამართლის უმაღლესი საკვალიფიკაციო ჩინი, 2001 წელს იუსტიციის მთავარი სახელმწიფო მრჩევლის უმაღლესი სპეციალური წოდება.

გააზიარე გვერდი: