უნივერსტეტი

პერსონალი

<span>არჩილ ცერცვაძე</span>

არჩილ ცერცვაძე

მოწვეული პერსონალი
ფაკულტეტები:
მეცნიერებათა დოქტორი 

არჩილ ცერცვაძემ 1985 წელს წარმატებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახალხო მეურნეობის დაგეგმვის ფაკულტეტი, შრომის ეკონომიკის სპეციალობით. 1989 წელს კი დაამთავრა მოსკოვის მსუბუქი მრეწველობის საკავშრო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტურა, ეკონომიკისა და ორგანიზაციის სპეციალობით. 2006 წელს მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი მოიპოვა.

1989-1991 წლებში იყო თბილისის ტყავის საწარმოო გაერთიანების ინჟინერ-ეკონომისტი, შრომისა და ხელფასის განყოფილების უფროსი, ასევე შრომის, ხელფასის და კადრების განყოფილების უფროსი. 1991-1996 წელს - საქართველოს შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წამყვანი სპეციალისტი. 1996-1997 წლებში გახლდათ საგარეო ურთიერთობების სამმართველოს უფროსი. ამავე წლებში მუშაობდა საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკისა და რეფორმების კომიტეტის აპარატის უფროსის თანამდებობაზე. 1997-2007 წლებში საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი იყო. 2007-2008 წლებში - USAID-ის პროექტ COREFORM-ის კონსულტანტი, 2008-დან 2010 წლამდე კი სადაზღვეო-საინფორმაციო ბიუროს დირექტორი. 2010-2011 წლებში - საჯარო სამართლის იურიდიული პირის ჯანმრთელობის დაზღვევის მედიაციის სამსახურის დირექტორის თანამდებობას იკავებდა, 2011 წელს კი იყო საქართველოს სადაზღვეო კომპანიათა ასოციაციის ექსპერტი.

პედაგოგიურ საქმიანობას  1992 წლიდან სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ეწევა. ამჟამად ევროპის უნივერსიტეტის ბიზნესის და ტექნოლოგიების ფაკულტეტზე სადაზღვეო საქმის სალექციო კურსს უძღვება.

გააზიარე გვერდი: