უნივერსტეტი

პერსონალი

<span>გიორგი ხატიძე</span>

გიორგი ხატიძე

მოწვეული პერსონალი
ფაკულტეტები:

გიორგი ხატიძემ 2001 წელს წარჩინებით დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდული ფაკულტეტი. 2006 წელს კი წინარე სამაგისტრო/ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრის პროგრამა ბელერბის კოლეჯში (დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო). 2007 წელს დაამთავრა ლივერპულის უნივერსიტეტის სამართლის სკოლა (დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო) და მიენიჭა  სამართლის მაგისტრის ხარისხი. 2016 წლიდან დღემდე გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დოქტორანტია.

სხვადასხვა დროს მუშაობდა საჯარო და კერძო ორგანიზაციებში, მათ შორის საქართველოს ეროვნულ ბანკში (2004-2005 წ.წ.). სილქ როუდ ჯგუფში, სამართლებრივ საკითხებში გენერალური დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე (2012-2016 წ.წ.). მსოფლიო ბანკში, საქართველოში საინვესტიციო გარემოს პროექტზე იურიდიული მრჩევლის თანამდებობაზე (2014-2016 წ.წ.). 2016 წლიდან დღემდე გახლავთ საქართველოს IX მოწვევის პარლამენტის წევრი.

2010 წლიდან გიორგი ხატიძე ეწევა აკადემიურ და სამეცნიერო საქმიანობას სხვადასხვა უნივერსიტეტში, როგორც საქართველოში ისე უცხოეთში. 2014 წელს, გახლდათ მასარიკის უნივერსიტეტის (ბრნო, ჩეხეთის რესპუბლიკა) იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო და ევროკავშირის სამართლის დეპარტამენტის მოწვეული პროფესორი. 2012-2016 წლებში კი ჩესტერის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოასოცირებული ლექტორი. პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა ევროპის უნივერსიტეტის სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე.

2013-2016 წლებში გახლდათ მეცნიერების, განათლების, ინდუსტრიისა და ხელოვნების საერთაშორისო აკადემიის საერთაშორისო იურიდიული კომიტეტის წევრი (სილიკონ ველი, კალიფორნია, აშშ). 2005 წლიდან საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი. 2014 წლიდან დღემდე გიორგი ხატიძე გახლავთ სამართლის მეცნიერთა კავშირის წევრი. 2007 წელს სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას ეწეოდა ენერგეტიკის, ენერგო და მინერალური რესურსების პოლიტიკისა და სამართლებრივი საკითხების ცენტრში (დანდის უნივერსიტეტში, შოტლანდია, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო). გახლავთ სამეცნიერო სტატიებისა და მონოგრაფიების ავტორი, რომლებიც გამოქვეყნებულია როგორც საქართველოში ისე უცხოეთში. მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ სამეცნიერო კონფერენციაში.

 

გააზიარე გვერდი: