უნივერსტეტი

პერსონალი

<span>ეკა დევიძე</span>

ეკა დევიძე

პროფესორი
ფაკულტეტები:
ბიზნესის ადმინისტრირების აკადემიური დოქტორი

ეკა დევიძემ 2000 წელს წარმატებით დაამთავრა აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისური ფილოლოგიის ფაკულტეტი (ბაკალავრიატი), 2002 წელს კი ამავე ფაკულტეტზე მაგისტრის ხარისხი მიენიჭა. 2006 წელს მოიპოვა საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესისა და მართვის (ტურიზმი) დიპლომირებული სპეციალისტის აკადემიური ხარისხი, 2008 წელს - ამავე უნივერსიტეტში ბიზნესის მართვის (ტურიზმი) მაგისტრის აკადემიური ხარისხი. 2012 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორის ხარისხი მოიპოვა.

ეკა დევიძე არის ორგანიზაცია ტურიზმი & რეალობას დირექტორი, ტურისტული სააგენტო საბას დამფუძნებელი, სხვადასხვა პროექტის ავტორი და  ადგილობრივი და საერთაშორისო კონფერენციების მონაწილე. არის ორგანიზაცია Romualdo Del Bianco​-​Life beyond Tourism ექსპერტი (იტალია). ასევე ფინალისტი - 2017  წლის ნომინაციაში: ,,საუკეთესო ქალი მეწარმე ტურიზმის ინდუსტრიაში“ (Welcome to Georgia, national tourism awards​, საქართველო​).

 

ეკა დევიძე არის ევროპის უნივერსიტეტის ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი. უძღვება სალექციო კურსს "ტურიზმისა და მასპინძლობის მენეჯმენტი". გახლავთ 20 სტატიისა და 5 დამხმარე სახელმძღვანელოს ავტორი/თანაავტორი. 

 

გააზიარე გვერდი: