უნივერსტეტი

პერსონალი

<span>შორენა გაბიჩვაძე</span>

შორენა გაბიჩვაძე

ასოცირებული პროფესორი
ფაკულტეტები:
სამართლის დოქტორი

შორენა გაბიჩვაძემ 2001 წელს წარჩინებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის იურიდიული ფაკულტეტი, 2012 წელს კი ამავე უიმვერსიტეტში სამართლის დოქტორის ხარისხი მოიპოვა.

2001 წლიდან დღემდე მუშაობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში სხვადასხვა პოზიციაზე. ამჟამად, იგი არის სსიპ - საქართველოს შსს აკადემიის იურიდიული განყოფილების უფროსი. მინიჭებული აქვს სახელმწიფო სპეციალური წოდება - პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი. 2002 წლიდან ეწევა სამეცნიერო - პედაგოგიურ მოღვაწეობას სხვადასხვა უნივერსიტეტში. არის ევროპის უნივერსიტეტისა და სსიპ - საქართველოს შსს აკადემიის სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი.

შორენა გაბიჩვაძეს გამოქვეყნებული აქვს 11 სამეცნიერო შრომა (საქართველო, გერმანია) სხვდასხვა სამეცნიერო-რეფერირებად ჟურნალში. არის წიგნის ავტორი და არაერთი სერტიფიკატის მფლობელი. არის სამართლის მიმართულების უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს წევრი. ასევე, სხვადასხვა კონფერენციისა და პროექტის მონაწილე.

გააზიარე გვერდი: