უნივერსტეტი

პერსონალი

<span>რუსუდან გოგოხია </span>

რუსუდან გოგოხია

აფილირებული პროფესორი
ფაკულტეტები:
განათლების დოქტორი

რუსუდან გოგოხიამ 2000 წელს წარმატებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის ფილოლოგიის ფაკულტეტი ინგლისური ენისა და ლიტერატურის სპეციალობით, 2013 წელს კი ილიას სახელობის უნივერსიტეტში განათლების დოქტორის აკადემიური ხარისხი მიენიჭა.

2000-2005 წლებში ინგლისური ენის მასწავლებლად არასახელმწიფო საერო მრავალპროფილიან საშუალო სკოლა-ლიცეუმ „ლამპარში“ მუშაობდა,  2005-2007 წლებში - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალში ინგლისური ენის ლექტორად. 2009 წელს მონაწილეობა მიიღო ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების ფაკულტეტისა და ოლოფ პალმეს საერთაშორისო ფონდის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში, რომლის მთავარი თემა იყო „უცხო ენების სწავლების თანამედროვე მეთოდები“, 2010 წელს კი - ინგლისური ენის პედაგოგების საკვალიფიკაციო სემინარებში. 2010-2011 წლებში მუშაობდა საქართველოს ავტორთა საზოგადოებაში თავმჯდომარის რეფერენტად.

ევროპის უნივერსიტეტის გუნდს 2015 წელს შემოუერთდა, უძღვება ინგლისური ენის სალექციო კურსს.

გააზიარე გვერდი: