უნივერსტეტი

პერსონალი

<span>ნინო ჭანკვეტაძე</span>

ნინო ჭანკვეტაძე

მოწვეული პერსონალი
ფაკულტეტები:

ნინო ჭანკვეტაძემ 1998 წელს წარმატებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი, 2001 წელს კი - არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი.

2004 წლიდან ჩართულია ქართულის, როგორც მეორე/უცხოური ენების სწავლების სხვადასხვა პროგრამაში. ამჟამად ქართულ ენას ასწავლის საქართველოში მცხოვრებ უცხოელებსა და კომპაქტურად დასახლებულ ეთნიკურ უმცირესობებს. 2012-2017 წლებში გახლდათ G-Pried-ის წიგნიერების მიმართულების თანამშრომელი ქართულის, როგორც მეორე ენის მიმართულებით. 2006-2010 წლებში იყო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გლდანი-ნაძალადევის რაიონის საგანმანათლებლო რესურცენტრის უფროსი სპეციალისტი (პედაგოგი). ამჟამად არის მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის პროგრამის, „არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების პროფესიული განვითარება“, კონსულტანტ-მასწავლებელი.

2013 წლიდან არის ევროპის უნივერსიტეტის ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი.

გააზიარე გვერდი: