უნივერსტეტი

პერსონალი

<span>ბექა ქანთარია</span>

ბექა ქანთარია

მოწვეული პერსონალი
ფაკულტეტები:
სამართლის დოქტორი

ბექა ქანთარიამ 2004 წელს წარმატებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, 2012 წელს კი ამავე უნივერსიტეტში სამართლიდ დოქტორის ხარისხი მიენიჭა. 

პედაგგიურ საქმიანობას საქართველოში მოქმედ სხვადასხვა უნივერსიტეტში 2007 წლიდან ეწევა, იყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი. ამჟამად ევროპის უნივერსიტეტში საკონსტიტუციო სამართლის სალექეციო კურსს უძრვება.

ბექა ქანთარია მონაწილეობს ეროვნულ და საერთაშორისო კონფერენციებში. მიღებული აქვს გერმანული ფონდის KAAD (კათოლიკური აკდემიური გაცვლის სამსახური) (სამეცნიერო მივლინება მაქს პლანკის საჯარო და საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტი (ჰაიდელბერგი, გერმანია), DAAD (გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური) (სამეცნიერო მივლინება იენის უნივერსიტეტი, გერმანია), ევროპული სამართლის მაქს-პლანკის ინსტიტუტის (ფრანკფურტი, გერმანია) სამეცნიერო სტიპენდიები. არის შპს ევროპის აკადემიური ცენტრის გაცვლითი პროგრამებისა და პროფესიული განვითარების ევროპული ინსტიტუტის დამფუძნებელი და დირექტორი, ასოციაცია საქართველო - ევროპის თანამშრომლობა დამფუძნებელი და პრეზიდენტი. გახლავთ საქართველოს პრეზიდენტის ორგზის სტიპენდიანტი, ილია ჭავჭავაძის სახელობის სტიპენდიანტი. გამარჯვებულია 2014 წლის ნომინაციაში: „ქართული კონსტიტუციონალიზმის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის“. ავტორია 10 წიგნის, აგრეთვე არის საქართველოს კონსტიტუციის კომენტარების, საქართველოს საკონსტიტუციო სამართალში სახელმძღვანელოს თანაავტორი. მისი სამეცნიერო ინტერესების სფეროა: კონსტიტუციის თეორია, საკონსტიტუციო სამართლის თეორია და პოლიტიკა, საკონსტიტუციო რეფორმები, შედარებითი კონსტიტუციონალიზმი, საკონსტიტუციო მართლმსაჯულება.

გააზიარე გვერდი: