უნივერსტეტი

პერსონალი

<span>ელენე კავთუაშვილი</span>

ელენე კავთუაშვილი

აფილირებული ასისტენტი
ფაკულტეტები:

ელენე კავთუაშვილმა 2009 წელს წარმატებით დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ-სოციალური ფაკულტეტი ჟურნალისტიკის სპეციალობით, 2012 წელს კი - გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტი სისხლის სამართლის სპეციალობით. ამჟამად საქართველოს უნივერსიტეტის დოქტორანტია.

2011-2013 წლებში მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში, 2013 წელს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით ჩააბარა. 2013-2014 წლებში მუშაობდა ისანი-სამგორისა და დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ პროკურატურებში, 2015-2016  წლებში კი გახლდათ სამეცნიერო ჟურნალ ცხოვრება და კანონის სარედაქციო კოლეგიის წევრი და ახალგაზრდული მიმართულების ხელმძღვანელი. 2016-2017 წლებში ქალაქ თელავის, შემდგომ კი ქალაქ რუსთავის რაიონულ პროკურატურებში მუშაობდა. 2015 წლიდან არის ევროპის უნივერსიტეტის ასისტენტი სისხლის სამართლის მიმართულებით.

ელენე კავთუაშვილი გახლავთ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სისხლის სამართლის კომიტეტის წევრი. მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ ადგილობრივ თუ საერთაშორისო ტრეინინგსა და კონფერენციაში. 2015 წელს პირველობა მოიპოვა საქართველოს მოსამართლეთა ასოციაციის პროექტმართლმსაჯულების გაძლიერებისფარგლებში ჩატარებულ კონკურსში. ამავე წელს გაიმარჯვა საადვოკატო ბიურო OK & CG-ის მიერ ორგანიზებულ სამეცნიერო ნაშრომების კონკურსში. არის თვრამეტამდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.

 

 

გააზიარე გვერდი: