უნივერსტეტი

პერსონალი

<span>მეგი მანდარია</span>

მეგი მანდარია

მოწვეული პერსონალი
ფაკულტეტები:
ფილოლოგიის დოქტორი

მეგი მანდარიამ 1980 წელს წარმატებით დაამთავრა ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი, 2006 წელს კი ფილოლოგიის დოქტორის ხარისხი მიენიჭა.

მეგი მანდარია არის სამეცნიერო ნაშრომების, მონოგრაფიებისა და წიგნის ავტორი, რამდენიმე ნაშრომის რედაქტორ-რეცენზენტი. მონაწილება აქვს მიღებული სხვადასხვა საერთაშორისო ფონდის მიერ ორგანიზებულ კონფერენციებსა და პროფესიულ ტრეინინგ-ვორქშოფებში (დიდი ბრიტანეთი, გერმანია, თურქეთი, ესპანეთი). მუშაობდა სხვადასხვა უნივერსიტეტში, როგორც ასისტენტ-პროფესორად, ისე ასოცირებულ პროფესორად, სრულ პროფესორად და მიმართულების ხელმძღვანელად. იკავებდა ფაკულტეტის დეკანის თანამდებობას, იყო აკადემიური თანამდებობის შესარჩევი საკონკურსო კომისიის წევრი. არის შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის შემფასებელი-მარკერი. ავტორია რამდენიმე იმიტირებული სასამართლო პროექტისა (მათ შორის ორი საერთაშორისო), დაფინანსებული ამერიკის საელჩოს მიერ. არის რამდენიმე საერთაშორისო ასოციაციის წევრი, მათ შორის: Georgian - Britain International Association, Tbilisi - Bristol International Association, Kutaisi - New Port International Association, Soroptimist woman International Association, TAG in Georgia.

ამჟამად ევროპის უნივერსიტეტში აკადემიური წერის სალექციო კურსს უძღვება.

გააზიარე გვერდი: