უნივერსტეტი

პერსონალი

<span>ლალი კოპტონაშვილი</span>

ლალი კოპტონაშვილი

მოწვეული პერსონალი
ფაკულტეტები:

ლალი კოპტონაშვილმა 1999 წელს წარმატებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფილაქტიკური მედიცინის ფაკულტეტი ექიმის კვალიფიკაციით, მოგვიანებით კი თბილისის მესამე საბაზო სამედიცინო სასწავლებელი ექთნის კვალიფიკაციით.

სხვადასხვა წლებში მუშაობდა ბავშვთა ცენტრალური კლინიკის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, თამბაქოს საწინააღმდეგო ეროვნულ ცენტრში, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში, MD Nutrition-სა და ივანე ბერიტაშვილის სახელობის ფიზიოლოგიის ინსტიტუტში. ამჟამად ევროპის უნივერსიტეტში ბიოფიზიკის სალექციო კურსს უძღვება.

სხვადასხვა წლებში მონაწილეობა აქვს მიღებული ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებში, მინიჭებული აქვს ჯილდოები და სერტიფიკატები, მათ შორის თურქეთში, შევიცარიასა და ბელგიაში. არის არაერთი სამეცნიერო ნაშრომისა და სტატიის ავტორი.

გააზიარე გვერდი: