უნივერსტეტი

პერსონალი

<span>ჯაბა უსენაშვილი</span>

ჯაბა უსენაშვილი

აფილირებული ასისტენტი
ფაკულტეტები:

ჯაბა უსენაშვილმა 2008 წელს წარმატებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, 2010 წელს ამავე უნივერსიტეტში მაგისტრის ხარისხი მოიპოვა. ამჟამად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტია.

პრაქტიკული საქმიანობა დაიწყო 2009 წელს სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურში, თავდაპირველად სტაჟიორის პოზიციაზე, ხოლო მალევე საქმიანობა განაგრძო ამავე სამსახურის ცენტრალურ აპარატში მოწვეულ საზოგადოებრივ ადვოკატთა სისტემის მენეჯერის, ხოლო შემდეგ მონიტორინგის და ანალიზის სამმართველოს იურისტის პოზიციაზე. 2013 წლიდან იკავებდა საქართველოს მთავარი პროკურატურის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსი პროკურორის თანამდებობას, 2016 წლიდან მუშაობს ამავე უწყების საგამოძიებო ნაწილის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაზე სისხლისსამართლებრივი დევნის სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებლის თანამდებობაზე. ამჟამად საქართველოს პროკურატურაში იკავებს საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის ანალიტიკური სამმართველოს უფროსის თანამდებობას.

პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა 2012 წლიდან, კერძოდ, ლექციებს კითხულობდა სხვადასხვა უმაღლეს სასწავლო დაწესებულებაში, მათ შორის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და შსს აკადემიაში. 2015 წლიდან არის ევროპის უნივერსიტეტის ასისტენტი და ამავე უნივერსიტეტის ლექტორი.

საქართველოს სახელით სხვადასხვა დროს მონაწილეობდა ათობით საერთაშორისო კონფერენციასა და სამუშაო შეხვედრაში, როგორც მსმენელის, ასევე მომხსენებლისა და პანელის წევრის სტატუსით. 2014 წელს მიენიჭა აშშ-ს ჯორჯიას შტატში ფუნქციონირებადი იურიდიული კომპანი Hall, Booth, Smith (HBS)-ის საპატიო წევრის სტატუსი.

სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილის შეტანის, მაღალი სტანდარტების იურიდიული დახმარების უზრუნველყოფისა და გამორჩეული პროფესიონალიზმისთვის, სამსახურის დირექტორის მიერ 2010 წელს გამოეცხადა მადლობა. ასევე სამსახურეობრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებისა და წარმატებული საქმიანობისათვის, საქართველოს მთავარი პროკურორის მიერ 2014 წელს გამოეცხადა მადლობა.

არის არაერთი სამეცნიერო სტატიის ავტორი.

 

გააზიარე გვერდი: