უნივერსტეტი

პერსონალი

<span>ნატო ნატროშვილი</span>

ნატო ნატროშვილი

აფილირებული პროფესორი
ფაკულტეტები:
მედიცინის დოქტორი

ნატო ნატროშვილმა 1985 წელს წარმატებით დამთავრა თბილისის სახელწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი, 2009 წელს კი მედიცინის დოქტორის ხარისხი მიენიჭა.

1985-1986 წლებში საგზაო-კლინიკურ საავადმყოფოში ექიმ-ინტერნად მუშაობდა, 1986-1987 წლებში თბილისის პირველ საკვანძო პოლიკლინიკაში  ექიმი ნევროპათოლოგის თანამდებობას იკავებდა. 2001-2004 წლებში უშიშროების სამინისტროს საკონსულტაციო პოლიკლინიკის ექიმი-ნევროპათოლოგი გახლდათ, 2004-2012 წლებში კი საქველმოქმედო-ჰუმანიტარული ორგანიზაციაში - სოკო სამედიცინო კონსულტანტად მუშაობდა. 1987 წლიდან დღემდე თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს ნერვული განყოფილების ექიმი-ნევროპათოლოგია.

პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა 1987 წლიდან, ნევროლოგიის / ინსტიტუტ ელექტროენეფალოფრაფიაში1999 წელს სანქტ-პეტერბურგის ექიმთა დიპლომისშემდგომი განათლების აკადემიაში მუშაობდა, 2003 წელს - თსსუ-ს დიპლომისშემდგომი და უწყვეტი სამედიცინო განათლების აკადემიაში - ''ეპილეფსია პირველად ჯანდაცვაში'', 2007 წელს - თსსუ-ს პედიატრიული ნევროლოგიის ინსტიტუტის დეპარტამენტში. სხვადახვა წლებში მონაწილეობას იღებდა ადგილობრივ და საერთაშორისო კონგრესებსა და კონფერენციებში, მათ შორის: RSNA - ჩრდილო ამერიკის რადიოლოგიური კონგრესი (ჩიკაგო, ილინოისი, აშშ), საქართველოს ნევროლოგთა კავშირის პირველი კონგრესი და სხვ.

ამჟამად ევროპის უნივერსიტეტში ნევროლოგიის სალექციო კურსს უძღვება.

ნატო ნატროშვილი არის არაერთი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.

გააზიარე გვერდი: