უნივერსტეტი

პერსონალი

<span>მარიამ კილანავა</span>

მარიამ კილანავა

აფილირებული ასისტენტი
ფაკულტეტები:
თარგმანმცოდნეობის დოქტორი

მარიამ კილანავამ 2007 წელს წარმატებით დაამთავრა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი ინგლისური ფილოლოგიის მიმართულებით, 2013 წელს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში მოიპოვა მაგისტრის ხარისხი თარგმანმცოდნეობაში2015 წელს კი ამავე მიმართულებით დოქტორის ხარისხი მიენიჭა. 

2012-2014 წლებში მუშაობდა ინგლისური ენის საერთაშორისო გამოცდების მოსამზადებელი ჯგუფების მასწავლებლად, ინგლისური ენის ცენტრ Seven Steps to Success-ში, თარგმანის პრაქტიკისა და თეორიის სამაგისტრო, საბაკალავრო კურსის  ლექტორად და ქართულის, როგორც უცხო ენის მასწავლებლად წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში. 2014 წლიდან დღემდე ევროპის უნივერსიტეტში ინგლისური ენის სალექციო კურსს უძღვება.

მარიამ კილანავა არის ინგლისური ენის მასწავლებელთა საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი. ფლობს TEFL Masters-ის (Level 4) სერტიფიკატს. მონაწილეობა აქვს მიღებული ბევრ საერთაშორისო და ადგილობრივ კონფერენციაში. გამოქვეყნებული აქვს 15-მდე სამეცნიერო ნაშრომი. უცხო ენის სწავლების სფეროში მინიჭებული აქვს 25-მდე სერტიფიკატი საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ.

კონტაქტი : kilanava.mariam@eu.edu.ge

 

გააზიარე გვერდი: