უნივერსტეტი

პერსონალი

<span>თენგიზ ალფენიძე</span>

თენგიზ ალფენიძე

მოწვეული პერსონალი
ფაკულტეტები:

თენგიზ ალფენიძემ 2004 წელს წარმატებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან არსებული კოლეჯი, 2008 წელს კი ამავე უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი.

სხვადასხვა წლებში სტაჟირებას გადიოდა თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს ნერვულ სნეულებათა დეპარტამენტში, თერაპიის ინსტიტუტის კარდიოლოგიურ განყოფილებასა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის  დიპლომისშემდგომი განათლებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების ცენტრში. 2013-2015 წლებში მუშაობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ისტორიისა და ბიოეთიკის კათედრაზე, 2013-2014 წლებში სამედიცინო უნივერსიტეტ ჰიპოკრატეში ბიოეთიკის პედაგოგი გახლდათ. 2014-2015 წლებში სასწავლო უნივერსიტეტ გეომედის მედიცინის ისტორიას კითხულობს. ევროპის უნივერსიტეტის გუნდს ამავე სალექციო კურსით 2018 წელს შემოუერთდა.

თენგიზ ალფენიძეს მოპოვებული აქვს ჯილდოები და სერტიფიკატები, ამასთან არის ავტორი სამეცნიერო-პრაქტიკულ ჟურნალში გამოქვეყნებული პუბლიკაციისა - ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებები მეცხრამეტე საუკუნის საქართველოში”.

 

 

                                          

გააზიარე გვერდი: