უნივერსტეტი

პერსონალი

<span>ზურაბ ჭყონია</span>

ზურაბ ჭყონია

ასოცირებული პროფესორი
ფაკულტეტები:

ზურაბ ჭყონიამ 1996 წელს წარმატებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით.

პედაგოგიურ საქიანობას ეწევა 2010 წლიდან, საბანკო-საფინანსო და მენეჯმენტის უნივერსიტეტის, საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტების და კავკასიის საერთაშორისო უნივერისტეტის სამართლის ფაკულტეტებზე. 2011 წლიდან  აირჩიეს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე, კერძო სამართლის მიმართულებით.

ევროპის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა გუნდს 2016 წელს შემოუერთდა. ამჟამად სალექციო კურსს კერძო სამართლის მიმართულებით უძღვება. ამასთან, 2015 წლიდან არის ევროპის უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი და ამავე ინსტიტუტის სამართლის საერთაშორისო სამეცნიერო რეფერირებადი ჟურნალი სამართალი და მსოფლიოს მთავარი რედაქტორი.

ზურაბ ჭყონია 1992-1993 წლებში და შემდგომ 1995-2001 წლებში მუშაობდა შინაგან საქმეთა ორგანოებში, მათ შორის ხელმღვანელ თანამდებობებზე. 2001 წლიდან დღემდე ეწევა საადვოკატო საქმიანობას.  2001-2002 ლებში გახლდათ იურიდიულ ფირმა კორძაძე და სვანიძე ადვოკატები ადვოკატი. 2002-2005 ლებში იყო საადვოკატო ბიურო ჭყონია და პარტნიორები მმართველი პარტნიორი. 2005-2006 წლებში მუშაობდა შსს სსიპ სახელმწიფო მატერიალური რეზევრვების დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე. 2006 წლიდან დღემდე არის იურიდიული ფირმა ჭყონია და კომპანიას დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი. 2009-2010 წლებში პარალელურად გახლდათ მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟი რეგისტას არბიტრი. 2014 წლის აპრილიდან დღემდე არის  ააიპ სამართლის მეცნიერთა კავშირის ერთ-ერთი დამფუძნებელი და თავმჯდომარე. 2012 წლიდან დღემდე არის კავკასიის ადვოკატთა სკოლა CLS-ის დამფუძნებელი პარტნიორი და დირექტორი. ჩაბარებული აქვს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა საერთო სპეციალიზაციით.

ზურაბ ჭყონია გახლავთ ათამდე სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი და მონაწილობა აქვს მიღებული 4 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში. მუშაობს სადოქტორო თემაზე "სასამართლოს როლი სააღსრულებო წარმოებაში.“ 

კონტაქტი : chkonia.zurab@eu.edu.ge

გააზიარე გვერდი: