უნივერსტეტი

პერსონალი

<span>ნიკოლოზ ნიორაძე</span>

ნიკოლოზ ნიორაძე

ასოცირებული პროფესორი
ფაკულტეტები:
ქიმიის დოქტორი

ნიკოლოზ ნიორაძემ 1993 წელს წარმატებით დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიურ წარმოებათა ტექნოლოგიის ფაკულტეტი. 2010 წელს მას პიტსბურგის უნივერსიტეტში (აშშ) ქიმიის მაგისტრის ხარისხი მიენიჭა, 2014 წელს კი ამავე უნივერსიტეტში ქიმიის დოქტორის ხარისხი მოიპოვა.

1999 წელს ხაშური-ბათუმის ნავთობსადენის თერჯოლის მონაკვეთის კოროზიის შემსწავლელი ჯგუფის ხელმძღვანელის თანამდებობას იკავებდა, 1998-2006 წლებში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი გახლდათ, 2003-2004 წლებში კი - შპს ჯორჯია ინჯინირინგის აღმასრულებელი დირექტორი. 2008-2010 წლებში პიტსბურგის უნივერსიტეტის (აშშ) ქიმიის დეპარტამენტში მკვლევარ-ასისტენტად მუშაობდა, 2010-2011 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ელექტროქიმიის ინსტიტუტის ინჟინერ-მკვლევარი იყო. 2012-2014 წლებში ის კვლავ პიტსბურგის უნივერსიტეტის ქიმიის დეპარტამენტში, ჯერ მკვლევარ-ასისტენტის პოზიციაზე, მოგვიანებით კი სწავლების ასისტენტის პოზიციაზე მუშაობდა. 2015-2016 წლებში ტეხასის უნივერსიტეტის (აშშ) ქიმიისა და ბიოქიმიის დეპარტამენტის პოსტდოქტორანტი გახლდათ. 2016 წლის აპრილიდან ოქტომბრამდე სტუ-ს მდგრადი და მწვანე ქიმიის ინსტიტუტის მთავარი სპეციალისტის თანამდებობას იკავებდა, 2017 წელს კი ვილდაუს ტექნოლოგიური უნივერსიტეტის (გერმანია) ბიოტექნოლოგიების ლაბორატორიის მიწვეული მეცნიერი გახლდათ. ამჟამად თსუ-ს ელექტროქიმიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობას იკავებს.

პედაგოგირ საქმიანობას 2011 წელს ევროპულ სკოლაში ეწეოდა. ამჟამად სალექციო კურსს საქმიანობას ევროპის უნივერსიტეტში ეწევა.

ნიკოლოზ ნიორაძე არის არაერთი კონფერენციისა და სიმპოზიუმის მომხსენებელი და მონაწილე. ამასთან, მოპოვებული აქვს სტიპენდიები და გრანტები, მათ შორის: საქართველოს პრეზიდენტის სტიპენდია ახალგაზრდა მეცნიერთათვის, საქართველოს სამეცნიერო განვითარების ფონდის (სსგფ) სამოგზაურო გრანტი, სამეცნიერო ფონდისა და გერმანიის აკადემიური  გაცვლის სამსახურის ერთობლივი Rustaveli - DAAD-ის სტიპენდია.

კონტაქტი: n.nioradze@gmail.com

                                           

გააზიარე გვერდი: