უნივერსტეტი

პერსონალი

<span>ხათუნა ქორიძე</span>

ხათუნა ქორიძე

აფილირებული პროფესორი
ფაკულტეტები:
მედიცინის დოქტორი

ხათუნა ქორიძემ 1996 წელს წარმატებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო აკადემია, 2006 წელს კი მედიცინის დოქტორის ხარისხი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში მიენიჭა.

2010-2011 წლებში მუშაობდა ჰ. ალიევის სახელობის საქართველო-აზერბაიჯანის სასწავლო უნივერსიტეტში, 2012 წელს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის რეზიდენტურის პროგრამის ხელმძღვანელი იყო, 2016-2017 წლებში კი - კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში აკადემიურ თანამდებობათა დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის საკონკურსო კომისიის თავჯდომარე. სამეცნიერო და პედაგოგიური მუშაობის პარალელურად ეწევა პრაქტიკულ მუშაობას სტომატოლოგიის სხვადასხვა სპეციალობაში: თერაპია, ქირურგია, იმპლანტაცია, ორთოპედია. 1996 წლიდან დღემდე მუშაობს ვეტერანთა ჰოსპიტალში, 2016 წლიდან კი - გერმანულ კლინიკაში ექიმ-სტომატოლოგად. არის სტომატოლოგიური კლინიკა Dental champion-ის დამფუძნებელი, ექიმი და ხელმძღვანელი.

ამჟამად ევროპის უნივერსიტეტში სტომატოლოგიის სალექციო კურსს უძღვება.

ხათუნა ქორიძე არის 10-ზე მეტი სამეცნიერო სტატიის ავტორი, მონაწილეობა აქვს მიღებული 16 საერთაშორისო-სამეცნიერო და პრაქტიკულ კონფერენციაში. 2013 წლიდან არის საქართველოს ექიმ ქალთა ასოციაციის წევრი.

გააზიარე გვერდი: