უნივერსტეტი

პერსონალი

<span>ლელა აბდუშელიშვილი</span>

ლელა აბდუშელიშვილი

მოწვეული პერსონალი
ფაკულტეტები:
განათლების დოქტორი

ლელა აბდუშელიშვილმა 1996 წელს წარმატებით დაასრულა თბილისის დამოუკიდებელი უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი, 2012 წელს კი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განათლების დოქტორის ხარისხი მიენიჭა.
 

1999-2005 წლებში საერთაშორისო სახლში ინგლისური ენის პედაგოგად მუშაობდა,1998-2000 წლებში საქართველოში ამერიკის საელჩოსა და მომავლის სკოლის უცხოელი პერსონალის ქართული ენის პედაგოგი იყო, 2000-2002 წლებში კი პროფესიონალ ტრეინინგ გრუპის თანადამფუძნებელი და პროგრამების დირექტორი გახლდათ. 1999-2008 წლებში ბრიტანეთის საბჭოს სამხედრო ინგლისურის სწავლების პროექტის ხარისხის მართვის კოორდინატორად, ინგლისური ენის ინსტრუქტორად და მასწავლებელთა ტრენერად მუშაობდა, 2005-2007 წლებში ინგლისური ენის მასწავლებელთა ასოციაციაციის სათაო ოფისის ხელმძღვანელი იყო. 2004-2006 წლებში ინტერდისციპლინარულ სწავლებათა ევროკავკასიური უნივერსიტეტის  პროგრამის დირექტორი და თარჯიმან-მთარგმნელთა მოსამზადებელი კურსი ხელმძღვანელი გახლდათ, 2007-2008 წლებში კი - საქართველოს უნივერსიტეტის პროგრამის დირექტორი.

ამჟამად გახლავთ ევროპის უნივერსიტეტში მოწვეული პროფესორი, ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტზე ინგლისური ენის სასწავლო კურსს უძღვება.

კონტაქტი: abdushelishvili.lela@eu.edu.ge; lelaabdushelishvili@hotmail.com

გააზიარე გვერდი: