უნივერსტეტი

პერსონალი

<span>კობა ბაკურია</span>

კობა ბაკურია

აფილირებული პროფესორი
ფაკულტეტები:
ინფორმაციული მართვის სისტემების დოქტორი

კობა ბაკურიამ 1994-1997 წლებში წარმატებით დაასრულა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები, 2013 წელს კი ამავე უნივერსიტეტში მოიპოვა ინფორმაციული მართვის სისტემების დოქტორის ხარისხი.

1991-1995 წლებში სახელმწიფო კონცერნ - საქავტოტრანსუზრუნველყოფაში საქონელთმცოდნის პოზიციაზე მუშაობდა, 2004-2005 წლებში კი - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიზაციის განყოფილებაში პროგრამისტად, მოგვიანებით კი - ინჟინერ-პროგრამისტად. 2012-2013 წლებში სს თელასის დებიტორულ დავალიანებათა მართვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე იყო, 2007-2013 წლებში კი სტუ-ს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ინჟინერ-პროგრამისტის თანამდებობას იკავებდა. 2013 წლიდან დღემდე ამავე უნივერსიტეტში ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის მთავარი სპეციალისტი და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსის მოადგილეა. 

პედაგოგიური საქმიანობა 2003 წელს, საქართველოს ხარისხის მართვის სასწავლო უნივერსიტეტში დაიწყო, 2009-2012 წლებში კი თბილისის მერიის კომპიუტერული ტექნოლოგიების შემსწავლელ კურსებს უძღვებოდა. ამჟამად ევროპის უნივერსიტეტში მონაცემთა ბაზების დაპროექტებისა და კომპიუტერული უნარების სალექციო კურსებს ხელმძღვანელობს.

კობა ბაკურია არის არაერთი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.

გააზიარე გვერდი: