უნივერსტეტი

პერსონალი

<span>გივი ბედიანაშვილი</span>

გივი ბედიანაშვილი

აფილირებული პროფესორი
ფაკულტეტები:
ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი

გივი ბედიანაშვილმა 1975 წელს წარმატებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო-ეკონომიკური ფაკულტეტი (ეკონომიკური კიბერნეტიკის სპეციალობით), 1985 წელს კი უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის წოდება მიენიჭა. 1989-1992 წლებში რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ცენტრალური ეკონომიკურ-მათემატიკური ინსტიტუტის დოქტორანტურის საფეხურზე სწავლობდა, 1993 წელს კი ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი მოიპოვა. 

1975-1977 წლებში საქართველოს სახელმწიფო საგეგმო კომიტეტის სახალხო მეურნეობის ეკონომიკის, დაგეგმვისა და მართვის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში მეცნიერ-თანამშრომელი და უფროსი ლაბორანტი იყო, 1984-1985 წლებში - ამავე ინსტიტუტის სპეციალური განყოფილების მაკროსისტემების სექტორის გამგე,1981-1984 წლებში - რუსთავის რაიონთაშორისი ეკონომიკური და სოციალური პრობლემების განყოფილების ცხოვრების დონის სექტორის გამგე, 1985-1989 წლებში კი - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამების სექტორის ხელმძღვანელი, სისტემური გამოკვლევების ლაბოროტორიის ხელმძღვანელი. 1992-1993 წლებში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის სისტემური გამოკვლევების ლაბოროტორიას ხელმძღვანელობდა, 1993-1997 წლებში კი ამავე ინსტიტუტის ეკონომიკური განვითარების განყოფილების ხელმძღვანელი იყო. 1997-2000 წლებში მოსკოვში, საერთაშორისო ბიზნესგარემოსა და ფინანსური ბაზების ექსპერტის თანამდებობას იკავებდა, 2001-2002 წლებში ჟურნალ ფინანსური დირექტორის (მოსკოვი) მთავარი ანალიტიკოსი გახლდათ, 2005-2006 წლებში - ბანკ დიალოგ ოპტიმის (მოსკოვი) ფინანსური ბაზრებისა და ინვესტიციური ბიზნესპროექტების ანალიზის განყოფილების გამგე, 2007-2009 წლებში - კომპანია დოსტოიანიეს ბიზნესრისკების ანალიზისა და ინვესტიციური სტრატეგიების დეპარტამენტის დირექტორი, 2010-2013 წლებში - ინვესტიციებისა და საერთაშორისო ბაზრების ექსპერტი.

გივი ბედიანაშვილი პედაგოგიურ საქმიანობას 2014 წლიდან ეწევა. ამჟამად ევროპის უნივერსიტეტში საერთაშორისო ბიზნესის საფუძვლების სალექციო კურსს უძღვება. ამასთან, 2016 წლიდან არის გლობალიზაციის ეკონომიკური და სოციალური პრობლემების კვლევის ინსტიტუტის დირექტორი. 

მონაწილეობა აქვს მიღებული ათეულობით მეთოდოლოგიური სემინარის მუშაოაბაში, 25-ზე მეტ ადგილობრივსა და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციასა და სიმპოზიუმში. გამოქვეყნებული აქვს 70-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი. არის საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი, ჟურნალ ეკონომისტის სამეცნიერო-სარედაქციო საბჭოს წევრი, ჟურნალ გლობალიზაცია და ბიზნესის რედაქტორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ექპსერტი, ჟურნალ ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ცოდნის სარედაქციო კოლეგიის წევრი და საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის ვიცეპრეზიდენტი.

კონტაქტი: g.bedianashvili@eu.edu.ge; givbed@gmail.com

გააზიარე გვერდი: