უნივერსტეტი

პერსონალი

<span>ინგა ქონიაშვილი</span>

ინგა ქონიაშვილი

მოწვეული პერსონალი
ფაკულტეტები:

ინგა ქონიაშვილმა 1994 წელს წარმატებით დაამთავრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისური ფილოლოგიის ფაკულტეტი, 1997 წელს კი - ამავე უნივერსიტეტის სინქრონული თარგმნის უმაღლესი კურსები, მთარგმნელ-რეფერენტის კვალიფიკაციით. ამჟამად მუშაობს სადოქტორო თემაზე თარგმანისა და კომუნიკაციის განხრით.

1994-2003 წლებში ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას თბილისის სამართლისა და საგარეო  ეკონომიკურ ურთიერთობათა  უნივერსიტეტში, ზოგადი და პროფესიულ ინგლისურის მიართულებით, 2002-2004 წლებში კი იაშვილის კლინიკის მედიკოსების ჯგუფებთან ხელმძღვანელობდა პროფესიული ინგლისურის კურსს. სხვადასხვა წლებში მუშაობდა ენის ცენტრ - English Language and Life-სა და ინგლისური ენის ცენტრის პროფესიონალ ტრეინინგ ჯგუფში (P/T/G). 

2003-2012 წლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ინგლისური ენის სალექციო კურსს უძღვებოდა, 2013-2015 წლებში კი თბილისის  დამოუკიდებელ საერო გიმნაზია შავნაბადაში ინგლისური ენის მიმართულების კათედრის ხელმძღვანელისა და ინგლისური ენის მასწავლებლის თანამდებობებს იკავებდა. ამავე წლებში მუშაობდა სამხარაულის ეროვნული ექსპერტიზის ბიუროში ინგლისური ენის პედგოგად. 2013 წლიდან დღემდე ევროპის უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორია. გამოქვეყნებული აქვს არაერთი სამეცნიერო სტატია, მოპოვებული აქვს ჯილდოები: განათლების მინისტრის მადლობის სიგელი, რობინსონის ასოციაციის მადლობის სიგელი და სხვ.

კონტაქტი: koniashvili.inga@esu.edu.ge

გააზიარე გვერდი: