უნივერსტეტი

პერსონალი

<span>ნათია ჯოჯუა</span>

ნათია ჯოჯუა

ასოცირებული პროფესორი
ფაკულტეტები:
ბიოქიმიის დოქტორი

ნათია ჯოჯუამ 2005 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი წითელ დიპლომზე დაამთავრა, 2007 წელს ამავე უნივერსიტეტში ბიოლოგიის მაგისტრის ხარისხი მოიპოვა, 2015 წელს კი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტზე ბიოქიმიის დოქტორის ხარისხი მიენიჭა.

2007-2011 წლებში მუშაობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ბიოქიმიის დეპარტამენტის ლაბორანტად, 2014-2015 წლებში - ტრენერი ევროკავშირის ტემპუსის პროექტში - Project Actors Capacity Training in Caucasus, (PACT). 2008 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ბიოქიმიის დეპარტამენტში მოწვეული პედაგოგად მუშაობდა. ევროპის უნივერსიტეტის გუნდს 2015 წლიდან შემოუერთდა, ამჟამად მედიცინის ფაკულტეტის ინგლისურენოვან პროგრამაზე სამედიცინო ბიოლოგიის და ბიოქიმიის კურსს უძღვება.

ნათია ჯოჯუა სხვადასხვა წლებში მონაწილეობას იღებდა ადგილობრივსა და საერთაშორისო კონფერენციებსა და ვორქშოპებში, მათ შორის: ბრიტანეთის ბიოქიმიური საზოგადოებისა და ევროპელ ბიოქიმიკოსთა საზოგადოებების ფედერაციის (FEBS) ერთობლივი ვორქშოპში‘’ Innovations in molecular bioscience education’’, ევროპელ ბიოქიმიკოსთა საზოგადოებების ფედერაციის (FEBS) ვორქშოპში - ‘’Molecular Life Science Education’’, საქართველოს ბიოქიმიკოსთა ასოციაციის I კონფერენციასა და სხვ. მოპოვებული აქვს არაერთი გრანტი და სტიპენდია: ევროპელ ბიოქიმიკოსთა საზოგადოებების ფედერაციის (FEBS) სამოგზაურო გრანტი ახალგაზრდა მეცნიერთათვის, მეცნიერების მსოფლიო ფედერაციის  ერთწლიანი  გრანტი (ჟენევა, შვეიცარია), ევროპელ ბიოქიმიკოსთა საზოგადოებების ფედერაციის (FEBS) სამოგზაური გრანტი ახალგაზრდა მეცნიერთათვის და ა.შ. 2012 წლიდან არის ევროპელ ბიოქიმიკოსთა საზოგადოებების ფედერაციის (FEBS) წევრი, 2013 წლიდან ევროპელ ნეირომეცნიერთა საზოგადოებების ფედერაციის (FENS) წევრი. არის სამეცნიერო პუბლიკაციების ავტორი.

კონტაქტი: jojua.natia@eu.edu.ge; natijojua@gmail.com 

 

                                               

 

 

 

 

გააზიარე გვერდი: